Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია”-“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადება

September 18, 2024
აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიუსაჯეს

“გუშინ, 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს (შანოს). ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სამაგალითო დასჯას პოლიტიკური აქტივიზმისთვის, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა შერჩევითად იყენებს არსებულ მკაცრ კანონმდებლობას.

გიორგი შანიძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ესენია: 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა. 16 სექტემბერს სასამართლომ ორივე დანაშაულზე ერთდროულად გამოიტანა განაჩენი. უფრო კონკრეტულად, შანიძეს 3 ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამაც შთანთქა აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, სასამართლომ შანიძის მიმართ 4 წლის ვადით გამოიყენა საპატიმრო სასჯელი.

ნიშანდობლივია, რომ ორივე დანაშაულზე, რომელზეც გიორგი შანიძეს  აქვს ბრალი წაყენებული, პროკურატურა და სასამართლო, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და არასაპატიმრო სასჯელებს იყენებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებაზე (სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შედარებისთვის, გასულ წელს ამ მუხლით განხილული საქმეების 99%-ზე მეტი (242-დან 240) საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ გიორგი შანიძესთან სავარაუდოდ იმიტომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომ ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში. რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება. მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლო საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად უფარდებს ყველაზე მკაცრ – საპატიმრო სასჯელს. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელებაა გიორგი შანიძის საქმეც.

გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ცალსახად წარმოადგენს მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითს, რა დროსაც, ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქე განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება. ეს საქმე ამავდროულად არის დასტური, თუ რამდენად ძლიერია პროკურატურის პოლიტიზირება და როგორი შერჩევითი შეიძლება იყოს ამ უწყების საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლება ამგვარი ანგარიშსწორებისთვის სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულს იყენებს, რომელიც წლებია უსამართლო, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა და რომლის რეფორმირებაზე „ქართული ოცნება“ თავად აკეთებდა პოლიტიკურ დაპირებებს ხელისუფლებაში მოსვლამდე.

“რუსული კანონის” აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურის პოლიტიზირებაზე.  მმართველი გუნდმა ამ გამოწვევების საპასუხოდ,  სასჯელის პოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის  ნაცვლად, სრულად პარტიული ინტერესებისა და გავლენის ქვეშ მოაქცია მართლმსაჯულების სისტემა.” – წერს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge