“დროებითი გადახურვა გელათის ძირითად ტაძარზე.
პროექტი საჯარო არ არის, თუმცა ვიცით, რომ ტაძრის სრულად გადახურვის შემდეგ (ვადები უცნობია) ამ გადახურვის ქვეშ უნდა მოიხსნას თუნუქი, კრამიტის ფენილი და სახურავის ცალკეული სეგმენტები დარჩეს მის იმედად.
ამ გადახურვამ უნდა გაუძლოს ქარს, წვიმას და თოვლს, რაც უხვად არის მოსალოდნელი გელათის კლიმატის გათვალისწინებით.”- წერს “ევროპა ჩემი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.