ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და მასში მყოფი კაცი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარზე ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.