Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მათ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში ურჩევნიათ და ამას იმსახურებენ…” – რას ამბობს ლაშა ოდილაძე ზივზივაძესა და დვალზე?

September 17, 2024
“მათ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში ურჩევნიათ და ამას იმსახურებენ…” – რას ამბობს ლაშა ოდილაძე ზივზივაძესა და დვალზე?

ლაშა დვალით და ბუდუ ზივზივაძით ევროპის წამყვანი ლიგების კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები კლუბებთან მოქმედი კონტრაქტის დასრულებას დაელოდებიან – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„ერთა ლიგის ახალი გათამაშება საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო – გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც აქვს. ჩეხეთთან და ალბანეთთან გამარჯვებების შემდეგ რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი დამიკავშირდა, ასეთი ინტერესი ქართველი ფეხბურთელების მიმართ აქამდე არ ყოფილა.

გულშემატკივარს აინტერესებს, ბუდუ ზივზივაძემ და ლაშა დვალმა ევრო 2024-ის შემდეგ კლუბები რატომ არ შეიცვალეს. ამ ბიჭებს სხვა ამბიცია აქვთ – მათ ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაში ურჩევნიათ და ამას იმსახურებენ, თორემ საშუალო დონის გუნდებიდან წინადადებები ისედაც მრავლად იყო.

მაგალითად, დვალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იწვევდნენ და დიდ ხელფასს სთავაზობდნენ. ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგაზე ლაშამ დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. მას კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და დარწმუნებული ვარ, ევროპის წამყვან ჩემპიონატში ითამაშებს.

„კარლსრუესთან“ კონტრაქტი ზივზივაძესაც ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. ბუდუს ბუნდესლიგასა და საფრანგეთის ლიგა 1-ში იწვევდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მოსაფიქრებლად დრო გვაქვს, თუ „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში დაბრუნდება, ზივზივაძე ამ გუნდში თავს კარგად გრძნობს და, შესაძლოა, დარჩეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge