ზუგდიდში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
როგორც ცნობილია, მსუბუქად არიან დაშავებულები ავტომობილებში მსხდომი პირები. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა ზუგდიდის კლინიკაში.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟი. მიმდებარე ტერიტორიაზე მგზავრობა დროებით შეზღუდული იყო