რა არის ციფრული ფსიქოლოგია და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომმა” ინტერვიუ ციფრულ ფსიქოლოგთან და მენტორთან, ნინო გოზალიშვილთან ჩაწერა. ის არაერთ ადამიანს დაეხმარა უკვე როგორც საკუთარი თავის უკეთ შესწავლაში, ასევე პიროვნულ განვითარებაში.
syucai-ს მეცინერება 10 წლის წინ დაარსდა და 181 ქვყანაშია რეგისტრირებული, მათ შორის არის საქართველოც. ნინო ჩვენს ქვეყანაში ციფრული ფსიქოლოგიის დანერგვის პროცესში აქტიურადაა ჩართული და პერიოდულად საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
თქვენს საქმიანობაზე რომ მოგვიყვეთ, რა არის ციფრული ფსიქოლოგია?
სიუცაი ციფრული ფსიქოლოგია ეს არის ადამიანის თანდაყოლილი უნარების
ძლიერი და სუსტი მხარეების, კომპეტენციების, ხასიათის თავისებურებების შემსწავლელი საგანი.
სიუცაის მეცნიერება 10 წლის წინ დაარსდა და 181 ქვეყანაშია რეგისტრირებული .
რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერი ციფრის გამოთვლას?
ცნობიერის რიცხვი ეს არის ერთგვარი პროგრამა, როგორა აღიქვამს ამა თუ იმ ციფრის ქვეშ დაბადებული ადამიანი სამყაროს, მოვლენებს , ფაქტებს , რა სურვილები აქვს, რა უხარია რა სწყინს რა აბედნიერებს და რა მორალით ცხოვრობს, მისი ეგო, ყველაფერ ამას ადამიანის ცნობიერი ციფრი გასაზღვრავს 33 წლამდე, ცნობიერის ციფრი გამოითვლება დაბადების ციფრით ან ციფრთა ჯამით. ხოლო 33 წლის მერე აქტიურდება ახლი ციფრის ენერგია რომელსაც ვეძახით მისიას რაც ნიშნავს ჩვენს ქმედებას, სწორედ ამიტომ 33 წელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდია. მისია ითვლება სრული დაბადების ციფრთა ჯამით.
შესაძლებელია თუ არა ციფრის გაგებით წარმატების მიღწევა ან ფინანსების მოზიდვა?
საკუთარი ცნობიერის შესწავლით ადამიანი იწყებს ფიქრს და მუშაობას საკუთარი მინუსების გამოსწორებაზე, ძლიერი მხარეების გააქტიურებაზე, ენერგიის დაზოგვაზე, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის წარმატებაზე, რეალიზაციაზე და ფინანსების გაუმჯობესებაზე. ზოგადად ციფრული ფსიქოლოგიის მთავარი მიზანი ადამიანის გონების დისციპლინაა ანუ ემოციების მართვის სწავლა, რაც წარმატებისა და ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესების პირდაპირ პროპორციულია.
შვილებთან ან ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ცნობიერი ციფრის ცოდნა არის თუ არა მნიშვნელოვანი?
სიუცაის მიზანია, რომ ადამიანებმა ამ ცოდნით საკუთარ თავებზე იმუშაონ და არა სხვების გამოსწორებაზე. რადგან ეს შეუძლებელია, ცოდნა იარაღია და მხოლოდ მას შეუძლია გამოყენება, ვისაც ეს იარაღი აქვს. ადამიანმა საკუთარი მორალი საკუთარ თავს უნდა მოახმაროს ანუ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, მაგალითად, რამდენად სამართლიანია, რამდენად პატიოსანია, რამდენად მადლიერია და თავისი არსებობით, თავისი საქმით სხვა ადამიანებს მოუტანოს სარგებელი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისი არსებობა გამართლებული პიროვნება კი რეალიზებული და ბედნიერი და არ იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ საკუთარი მესთვის ცხოვრობს (მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის).
როდესაც ამას იაზრებს ადამიანს უმარტივდება ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, რადგან ნაკლებად შედის უთანხმოებაში ამა თუ იმ ურთიერთობაში. ციფრულ ფსიქოლოგიაში ადამიანები 9 ტიპად იყოფიან 1-დან 9-ის ჩათვლით ყველას თავისი მორალი და დახასიათება გააჩნია. შენ ამ დროს უკვე იცი ვის რა ენაზე უნდა ესაუბრო, რაც ამარტივებს ურთიერთობებს როგორც პარტნიორთან, მეგობართან, შვილთან და ნებისმიერ გარშემო მყოფებთან.
თქვენ როგორ ეხმარებით ამ პროცესში ადამიანებს?
ჩემი ძლიერი მხარე ცოდნის გადაცემაა. ჩემთან ადამიანები მოდიან პირად კონსულტაციაზე, სადაც ჩვენ გავდივართ დეტალურ ინფორმაციას განვიხილავთ მის ცნობიერს: რა მორალშია გაზრდილი, რა პირობებში მოუწია ცხოვრება, რა არის მისი თანდაყოლილი საბაზისო უნარები და რისი განვითარება მოახდინა ან ვერ მოახდინა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებით ან საკუთარ თავზე მუშაობით. ჩემი მოვალეობაა ადამიანს დავინახო და მაქსიმალურად მივიყვანო საკუთარ პოტენციალამდე. ამ ეტაპისთვის შეთავაზებები მაქვს პირადი კონსულტაცია, კორპორატიული და პირადი ციფრული ფსიქოლოგი ასევე პირადი “ქოუჩინგი” რაც მოიცავს არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა ციფრის დეტალურ დახასიათებას, რათა ადამიანმა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის პრაქტიკულად გამოყენება.
როგორც ვიცით, ბევრ ადამიანს დაეხმარეთ და რომ მოგვიყვეთ ამ გამოცდილების შესახებ, რამდენად შეიცვალა მათი ცხოვრება?
ჩემთან მოსულ ადამიანებზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანებმა მომცეს დიდი სტიმული, რადგან ჩვენ ერთად გავიარეთ ეს გზა, რაც ამ ცოდნის რეალობაში, პრაქტიკაში გადმოტანას გულისხმობს და ერთად ვნახეთ შედეგები. ციფრული ფსიქოლოგია ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას, ასწავლის ემოციების მართვას, ადამიანები გამოდიან დეპრესიიდან, უბრუნდებიან ცხოვრებას, ასრულებენ მუდმივ ეგოსთან ჭიდილს, ეხსნებათ თავსმოხვეული ფიქრები და მიჯაჭვულობა , იწყებენ სწორ კომუნიკაციას ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან, ვამცირებთ უკმაყოფილებას ნებისმიერ ურთიერთობაში, ვზოგავთ ენერგიას ვზრდით შედეგებს და რაც მთავარია, ვპოულობთ ჩვენს რეალურ დანიშნულებას. ძალიან აქტიურად იყენებენ ადამიანები ამ ყველაფერს მათ შორის, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, წარმატებული მენეჯერები, ეიჩარები …
არ შემიძლია არ ვისარგებლო და დიდი მადლობა არ გადავუხადო ამ ცოდნის შემქმნელს, ჩვენს მასწავლებელს ყაზახეთიანდ ჯანატ კაჟამჟაროვს იმისისთვის, რომ ეს ყველაფერი პიროვნების ზრდის და ბიზნესის განვითარების ენაზე შექმნა ადამიანებისთვის და უმარტივებს მათ ცხოვრებას, რაც მთავარია ძალიან სწორი და ჯანსაღი მიმართულებებით.
უფრო მეტი ციფრულ ფსიქოლოგიაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ და მიმართოთ სპეციალისტს პირადი კონსულტაციისთვის: