Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიორგი წიტაიშვილი მატჩის MVP გახდა – რა შეფასება დაიმსახურა ფეხბურთელმა?

September 16, 2024
გიორგი წიტაიშვილი მატჩის MVP გახდა – რა შეფასება დაიმსახურა ფეხბურთელმა?

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ გასვლაზე „ელჩეს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ საგოლე პასი შეასრულა, რომელმაc „გრანადა“ წინ გაიყვანა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. Flashscore-ს შეფასებით წიტაიშვილი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო – (7,6 ქულა), Sofascore-მ კი მატჩის MVP-დ აღიარა.

იტალიის სერია B-ში ამჯერად ქართველებს არ უთამაშიათ. „ბრეშამ“ 4:0 დაამარცხა „ფროზინონე“, სადაც გიორგი კვერნაძე სათადარიგოებში დარჩა. „კრემონეზემ“ კი ლუკა ლოჩოშვილის გარეშე „სპეციასთან“ შინ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი 4-მატჩითაა დისკვალიფიცირებულია და კიდევ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

სამხრთ კორეის K ლიგა 2-ში ბაჩანა არაბულმა გოლი პენალტით გაიტანა „გიონგნამის“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გუნდი „ბუჩონთან“ მარცხისგან ვერ იხსნა – 1:4. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ცხრა გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში კი გიორგი ქანთარიას გოლით „შამახმა“ „სუმგაითი“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გაიტანა და მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

ასევე ერთადერთი გოლი გავიდა ყაზახეთის პრემიერლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირებაში, სადაც გიორგი ფანცულაიას (78 წუთი ითამაშა) და ზურაბ თევზაძის (90 წუთი) „ჟენისმა“ გიორგი ქობულაძის (75-ე წუთიდან ითამაშა) „ქაისარს“ 1:0 სძლია. ფანცულაიამ 34-ე წუთზე ბურთი კარში ქუსლით გააგზავნა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი ნამდვილი შედევრი გამოუვიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge