ვერძი
შეგიძლიათ, შეუდგეთ ახალი პროექტების რეალიზებას, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად გულღია და შეძლებისდაგვარად გააფართოვეთ სასარგებლო კავშირები. ნუ მოახვევთ თქვენს აზრებს გარშემომყოფებს.
კურო
ნუ დააძალებთ კოლეგებს, მიიღონ თქვენი წინადადებები და დააჩქარონ პროექტების რეალიზება, ვინაიდან არის ცვლილებების და სიახლეების ალბათობა, რომელიც გეგმების კორექციას მოითხოვს.
ტყუპები
მოკლე მოგზაურობამ შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები მოიტანოს, არის სასარგებლო ნაცნობობის ალბათობაც. სასიყვარულო სფეროში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.
კირჩხიბი
სამსახურეობრივ საკითხებში, მშვიდად შეხვდით მოულოდნელობებს, თუ, რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ეჭვები გაგიჩნდათ, ჩართეთ თქვენი ინტუიცია და სწორ გზას აუცილებლად გამონახავთ.
ლომი
შესაძლოა, შეცვალოთ სამოქმედო ტაქტიკა და აირჩიოთ სრულიად განსხვავებული მიმართულება. არის ალბათობა, ძველი კავშირები დაირღვეს, მაგრამ ნუ დაღონდებით, ახალი ნაცნობობა საკმაოდ სარგებლიანი და სტაბილური იქნება.
ქალწული
თქვენი ძალისხმევა და ფიქრები ახლა სამუშაო კავშირების შექმნას უკავშირდება. გაითვალისწინეთ საერთო დაძაბული ფონი და ირგვლივ მყოფ ადამიანთა კონკურენტუნარიანობა.
სასწორი
თქვენი ყურადღება ახლა სამსახურზე არის მიმართული. მოსალოდნელია წარმატებებიც და იმედგაცრუებაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე ,არ გაამართლოს თქვენმა გათვლებმა და იმედებმა.
მორიელი
შესაძლოა, თქვენამდე მოსულმა ინფორმაციამ შეცვალოს თქვენი ცხოვრების რიტმი და იძულებული გახდეთ, გაემგზავროთ, თუ ეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები იქნება, მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებსა და ზედმეტ ხარჯებს.
მშვილდოსანი
წარმატებული პერიოდია, როგორც საქმიანი, ასევე, სხვა ნებისმიერი ცხოვრებისეული სფეროსთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმართეთ სხვადასხვა ინსტანციებს. იღბალი თქვენს მხარესაა.
თხის რქა
ნუ გადადებთ პირად შეხვედრებსა და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს სამომავლოდ. გამოიჩინეთ მეტი მოქნილობა ფინანსებთან დაკავშირებით. დაზოგეთ დრო და ენერგია, მალე მეტად გააქტიურება მოგიწევთ.
მერწყული
შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. ყურადღება გამოიჩინეთ სამყაროს მინიშნებების და ახლობელთა რჩევების მიმართ. თუ რაიმეს გადაწყვეტთ, უკან არ დაიხიოთ.
თევზები
შანსი გექნებათ, გადაჭრათ საკითხები, რომლებიც გაშფოთებთ. აქტუალური თემა შესაძლოა, ძველ საინტერესო ნაცნობებთან მოულოდნელი შეხვედრები და კონტაქტების აღდგენაც იყოს.