2024 წლის სექტემბერში თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება გველოდება, რაც 9 წლის შემდეგ პირველად ხდება. 18 სექტემბრის შემდეგ დაბნელების დერეფანი იწყება, რაც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანების ცხოვრებაში არაერთი ცვლილება და შინაგანი ტრანსფორმაცია მოხდება. მეტიც, აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგები “ემოციური ცუნამის” დროსაც უწოდებენ. ყველაზე დიდ გავლენას კი შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:
თევზები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18 სექტემბერს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელებაა და ამის შემდეგ, დაბნელების დერეფანი იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაერთი სიახლე და ცვლილება ელოდება. ეს ეხება როგორც ურთიერთობებს, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ასტროლოგების თქმით, დაბნელების დერეფანი თქვენთვის რადიკალურ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ყველაფერი, რაზეც ახლა ორჭოფობთ, აღნიშნულ პერიოდში ან საბოლოოდ უნდა დაასრულოთ ან ლოგიკური გაგრძელება უპოვოთ. თევზები ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია და ზოგჯერ ადამიანებს იმაზე მეტად ენდობა, ვიდრე საჭიროა. დაბნელების დერეფანი ,,ვარდისფერი სათვალის“ მოხსნაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი ადამიანის ქცევა მათ პიროვნებას ახლიდან გაგაცნობთ. ემოციურად რთული პერიოდი იქნება, თუმცა სიცხადისთვის და სამომავლო გამოცდილებისთვის – აუცილებელი.
ქალწული
18 სექტემბრის დაბნელება ქალწულის ურთიერთობების სექტორში მოხდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის 10 მარტის მოვლენების ლოგიკური გაგრძელება იქნება. ამიტომაც, გაიხსენეთ, მარტში, კონკრეტულად 10 რიცხვში, ვისთან გქონდათ კომუნიკაცია, რა ტიპის ურთიერთობას ეხებოდა საქმე, ხომ არ იყო რაიმე პროექტი, რაზეც თანამშრომლობას გეგმავდით… ახლა შესაძლოა, ყველაფერი, რაც მაშინ არ გამოვიდა, გააქტიურდეს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყარო აღნიშნულ პერიოდში ურთიერთობების, არა მხოლოდ პირადი, არამედ საქმიანი თვალსაზრისით, არაერთ ცვლილებას მოგიტანთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ დაბნელების დერეფანი თქვენთვის ემოციურად მარტივი პერიოდი არ იქნება და შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა ხშირად იგრძნოთ. ასევე, აღნიშნულ პერიოდში ურთიერთობების კუთხით რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ – შესაძლოა, ვინმესთან ურთიერთობა საბოლოოდ გადაწყვიტოთ ან არსებული ურთიერთობის უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაყვანა დაგეგმოთ.
2 ოქტომბერს დაბნელება თქვენს ნიშანში მოხდება. ამავდროულად, ლილიტი და წარსული კვანძიც თქვენს ნიშანში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც, რაც წარსულთანაა დაკავშირებული და მისგან აქამდე ემოციურად გათავისუფლებას მაინც ვერ ახერხებდით, საბოლოოდ დაკარგავს აქტუალურობას. ასტროლოგები ამ პერიოდს თქვენთვის მნიშვნელოვანი ციკლის დასასრულად და ახალი ეტაპის დასაწყისად ახასიათებენ. ამიტომ, ცვლილებებისათვის მოემზადეთ. ახლა შესაძლოა, ემოციურად რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, თუ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებსა და საქმეებს საბოლოოდ არ დაემშვიდობებით, ახალი ეტაპის დაწყება ძალიან გაგიჭირდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 17 ოქტომბერს, როცა ვერძის ნიშანში სავსე მთვარე იქნება, ძალიან ბევრ რამეს უფრო ცხადად დაინახავთ, შედეგებს შეაფასებთ და სამომავლო გეგმებიც უფრო მკაფიო გახდება.
ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელების დერეფანი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებასა და სასურველ ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ არ გსურთ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ნელ-ნელა არ დაკარგოთ. 2 ოქტომბერს კი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოვიდეს, მაგრამ… ამ ურთიერთობაში შეიძლება რაღაც აკრძალული ან რთული იყოს. ენდეთ სამყაროს, რადგანაც არის ურთიერთობები, რომლებიც ახალი გამოცდილების მისაღებად გვჭირდება…