ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც. თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით. რაც შეეხება კლებას, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსთავში – 5 100, ქუთაისში – 4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200.
საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა)
თბილისი
2023 წ – 1 210 700
2024წ – 1 227 800
ბათუმი
2023წ – 179 200
2024წ – 183 000
რუსთავი
2023წ – 132 300
2024წ – 127 200
ქუთაისი
2023წ – 130 400
2024წ – 125 600
გორი
2023წ – 44 400
2024წ – 42 600
ფოთი
2023წ – 41 500
2024წ – 41 200
ზუგდიდი
2023წ – 41 300
2024წ – 40 100
მარნეული
2023წ – 24 900
2024წ – 25 700
ხაშური
2023წ – 24 600
2024წ – 24 100
სამტრედია
2023წ – 22 200
2024წ – 21 100
მთლიანობაში საქართველოს toმოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 3 694 600 იყო, აქედან 2 254 200 საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 1 440 400 კი სასოფლო დასახლებაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა სულ 3 736 400 აქედან საქალაქო დასახლება 2 255 700 სასოფლო დასახლება 1 480 600.