მომღერალი ლელა წურწუმია დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს. ისინი ხობში, მშობლიურ სოფელში იმყოფებიან.
როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ის ადგილი, სადაც მან მთელი ბავშვობა გაატარა.
“ხობი, სამეგრელო. სახლი, სადაც ჩემმა ბედნიერმა ბავშვობამ გაირა”- წერს მომღერალი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ნახეთ, რას წერენ კომენტარებში:
“ყველაზე ტკბილი ჰანგები აქვს მეგრულ სიმღერას… რა სასიამოვნოდ მოსასმენია და სანახავია ეს ყველაფერი”
“მეგრული ჯიში მაინც სხვაა რა ულამაზესი ქალბატონები”
“საყვარელი დედა-შვილი”
“ყველაზე ლამაზი დღეები მაქვს ამ ეზოში გატარებული ჩემი ბავშვობა”- წერენ კომენტარებში