ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა რამდენიმე დღის წინ გაამხილა.
ინტერვიუში, რომელიც „პალიტრამ“ გაავრცელა საყვარლიშვილი ამბობს, რომ ბიოლოგიური დედისგან დამალული შვილია.
მისი კიდევ ერთი ტკივილი მისი შვილია, რომელმაც ამერიკა დატოვა და საქართველოში გადაწყვიტა ცხოვრება.
სწორედ ამ დროს ვერ შეიკავა ცრემლები ქართველმა ემიგრანტმა და ატირდა:
„წლებია ვმალავ ბიოლოგიურ დედას, ვუწევ ანგარიშს, დამალული შვილი ვარ, ბიოლოგიური დედისგან და მყავს, რომელიც ასევე მალავს, რომ ჩემი და არის.
დავიღალე, ამოვიდა ყელში ასეთი ცხოვრება, დავიღალე კარგი გოგოს თამაშით…
მამაზეც თითქოს მითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ იცოდა, თუმცა ძალიან კარგად იცოდა, როგორ არ იცოდა ურთიერთობა რომ ჰქონდა დედაჩემთან…
გადავწყვიტე აღარ ვიყო კარგი გოგო და გავხდე ცუდი გოგო, მამის სახელიც ვთქვი და დედის სახელიც.
ცხოვრების მუწუკივით ვგრძნობდი თავს, რომ არავის ვუნდოდი, ბევრჯერ ვარ მიტოვებული, მხოლოდ დედისგან კი არა,პირველი მეუღლისგანაც მიტოვებული ვარ.
ახლა დაემთხვა, რომ ჩემმა შვილმაც საქართველოში გადაწყვიტა ცხოვრება და ახლა ვგრძნობ რომ თითქოს შვილმაც დამტოვა…
მინდა ვუთხრა დე ძალიან მენატრები ჩამოდი რა… მე რომ ჩავიდე იმის მეშინია უარით უკან არ გამომაბრუნოს“ – ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი.