Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პრიზი “სამართლიანი თამაშისთვის”, ულამაზესი მეუღლე და ყველასთვის ცნობილი კადრი რონალდუსთან- გაიცანით უფრო ახლოს ლუკა ლოჩოშვილი

September 12, 2024
პრიზი “სამართლიანი თამაშისთვის”, ულამაზესი მეუღლე და ყველასთვის ცნობილი კადრი რონალდუსთან- გაიცანით უფრო ახლოს ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველია. ის თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, დებიუტი ძირითად გუნდში კი 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4–0) შედგა. ჯამში 2016 წლის სეზონში ჩაატარა 5 მატჩი, შეუცვლელად. 2017 წლის შეკრება ძირითად გუნდთან ერთად გაიარა.

ლუკა 25 წლისაა, დაიბადა 1999 წლის 29 მაისს. გამორჩეულია ფიზიკური მონაცემებით – მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრია.

საქართველოს ნაკრების მცველი 2022 წლის ზაფხულიდან იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზე“ შეუერთდა. ლუკას ტრანსფერი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ მოხდა. მაშინ გუნდის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა აღნიშნა, რომ ლუკათი „ვერონაც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელმა არჩევანი კრემონელებზე შეაჩერა.

2022 წელს ლუკა ლოჩოშვილი Lotteries Sporthilfe Gala-ს ფარგლებში წლის ყველაზე ემოციური მომენტისთვის დააჯილდოვეს. ავსტრიაში ეს ყველაზე მასშტაბური სპორტული დაჯილდოებაა, რომლის ფარგლებშიც ჯილდო 12 კატეგორიაში გაიცემა.
როდესაც ლუკა “ვოლფსბერგის“ რიგებში თამაშობდა, მან “აუსტრიას” ფეხბურთელი ჯორჯ ტაიგლი გადაარჩინა. შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ნახევარმცველი ტაიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელთან სწრაფად გაჩნდა ლოჩოშვილი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია კოლეგას და მისი სიცოცხლე იხსნა.
როგორც ცნობილია, ლოჩოშვილს ამავე ინციდენტის შემდეგ კარინტიას მხარის გუბერნატორმა პიტერ კაიზერმა, სპორტულმა დირექტორმა არნო არტოფერმა და საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შუშნიგმაც გადასცეს საპატიო ჯილდო.

ლუკამ მიიღო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრიზიც “სამართლიანი თამაშისთვის“. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა. ფეხბურთელი დაჯილდოების ცერემონიას საშინაო მატჩის გამო არ დასწრებია, თუმცა კომენტარი მაინც გააკეთა:
“ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა ამ პატივისცემისთვის. მიხარია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ ჯორჯის სიცოცხლე გადავარჩინე და ის ახლა თავს კარგად გრძნობს”, – თქვა მან.

ლუკა ლოჩოშვილმა თავი პორტუგალიასთან მატჩით ნამდვილად დაგვამახსოვრა. ფეხბურთის ვარსკვლავი ლოჩოშვილის ფიზიკურ კონტაქტს აპროტესტებდა და მსაჯს რეაგირებისკენ მოუწოდებდა, თუმცა კრიშტიანოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ლუკამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კადრი მართლაც დასამახსოვრებელია.

პრიზი "სამართლიანი თამაშისთვის", ულამაზესი მეუღლე და ყველასთვის ცნობილი კადრი რონალდუსთან- გაიცანით უფრო ახლოს ლუკა ლოჩოშვილი
ლუკა ლოჩოშვილმა 2022 წელს უმშვენიერეს სალომე ლაშხზე იქორწინა. წყვილს მოკრძალებული ქორწილი ჰქონდა, რომელსაც მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სალომე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ის მეუღლის დიდი გულშემატკივარია და ტრიბუნებზეც ხშირად შენიშნავთ.

პრიზი "სამართლიანი თამაშისთვის", ულამაზესი მეუღლე და ყველასთვის ცნობილი კადრი რონალდუსთან- გაიცანით უფრო ახლოს ლუკა ლოჩოშვილი

პრიზი "სამართლიანი თამაშისთვის", ულამაზესი მეუღლე და ყველასთვის ცნობილი კადრი რონალდუსთან- გაიცანით უფრო ახლოს ლუკა ლოჩოშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“ – საგანგებო განცხადება
  • “მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • ძელს ძლიერად შეეჯახა და მუცლის ტრავმა მიიღო – 27 წლის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge