Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

September 11, 2024
ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის ინფორმაციით, იგეგმება ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც.

„ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ხედავთ, რა მდგომარეობაა. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება და გვინდა, მთლიანად რეაბილიტირდეს. ეს ჩვენი დაპირება იყო. მთლიანად განახლდება, შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სადრენაჟე სისტემა, სარწყავი სისტემა, ყველაფერი მოწესრიგდება, დაირგვება ხე-მცენარეები, გაჩნდება საპიკნიკე ზონები, გადმოსახედი, სანაპიროსთან კავშირი კიბეებით იქნება აღდგენილი, ასევე, ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე შეიქმნება, ძაღლებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, რომ პარკში მომსვლელები არ შევაწუხოთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ პროექტში თბილისის განვითარების ფონდი ჩაერთვება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე.

პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა დეტალური დიზაინის პროექტი.

„ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით – 1-დან 3 წლამდე და 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები და ჩაიმალება გრუნტში, ასევე, დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და დაემატება ნერგები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პერიოდში პარკი დაიკეტება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ პოლიციელს“ – პროკურატურამ ბრალი 5 პირს წარუდგინა
  • ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც გონიოში, კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge