ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დღეს საქართველო შეხვედრას ალბანეთთან გამრთავს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
ცნობისთვის, ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება.