ვანგას ნათელმხილველობის შესახებ მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი, თუმცა ყველამ არ იცის მისი წარმომავლობა და ხდება თუ არა მისი წინა საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები რეალურად.
ვანგა, იგივე ევანგელია პანდევა გუშტეროვა, დაიბადა 1911 წელს ახლანდელი მაკედონიის ტერიტორიაზე. მისი მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ და ჯერ კიდევ ევანგელიას პატარაობაში გარდაიცვალნენ. 13 წლის ასაკში ვანგა ქარიშხლისას სერიოზულად დაშავდა და თანდათან მხედველობის პრობლემები დაეწყო, 16 წლის ასაკში კი საერთოდ დაბრმავდა.
სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მას ნათელმხილველური ნიჭი ჰქონდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ვანგამ ბულგარეთის მეფის ბორის მე-3-ის ნაადრევი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა.
1960-იან წლებში ვანგა პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მისით ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი იყო დაინტერესებული.
ვანგა 1996 წელს გარაიცვალა ბულგარეთში, თუმცა მანამდე არაერთი წინასწარმეტყველების დატოვება მოასწრო, რომელთა ნაწილიც უკვე გამართლდა, კერძოდ 5 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება, რომელიც გამართლდა, ასე გამოიყურება:
1. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა 2001 წელს.
2. 2004 წლის დამანგრეველი ცუნამი.
3. “ისლამური სახელმწიფოს” აღზევება.
4. ბარაკ ობამას მმართველობა
5. ბრექსიტი.
ეს ყველაფერი არაა, ვანგას კიდევ მრავალი რამ აქვს მსოფლიოსათვის ნაწინასწარმეტყველევი, თუმცა მისი სიტყვები ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა და რთულია ზუსტად დასახელდეს რაიმე სამომავლო მოვლენა. ფაქტია, ვანგას წინასწარმეტყველებას მსოფლიოში არაერთი ადამიანი სამომავლო რეალობად იღებს.
გთავაზობთ ვანგას წინასწარმეტყველებებს მსოფლიოს უახლოესი მომავლის შესახებ, რომლებიც მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა:
2028 – ენერგიის ახალი წყაროს შექმნა. შიმშილი თანდათან დამარცხდება. სტარტს აიღებს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი ვენერისკენ.
2033 – პოლარული ყინულების დადნობის შედეგად, გაიზრდება მსოფლიო ოკეანის დონე.2046 – შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ორგანოს გამოყვანა, ორგანოების შეცვლა მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად იქცევა.
2076 – უკლასო საზოგადოება (კომუნიზმი).
2088 – ახალი ავადმყოფობა – დაბერება რამდენიმე წამში.2100 – ხელოვნური მზე დედამიწის ბნელ მხარეს გაანათებს.
2111 – ადამიანები კიბორგებად იქცევიან
2123 – ომები მცირე სახელმწიფოებს შორის. ზესახელმწიფოები არ ჩაერევიან
2125 – უნგრეთში მიიღებენ სიგნალებს კოსმოსიდან, რითას მსოფლიო ვანგას გაიხსენებს.
2130 – კოლონიები წყლის ქვეშ, უცხოპლანეტელთა რჩევების დახმარებით.
2167 -მსოფლიოში დაინერგება ახალი რელიგია.
2183 – კოლონია მარსზე ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს
2187 – შესაძლებელი გახდება 2 დიდი ვულკანის ამოფრქვევის გაუვნებელყოფა
2201 – მზეზე შენელდება თერმობირთვული პროცესები. აცივდება.
2256 – კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ახალ საშინელ დაავადებას შემოიტანს.
2262 – თანდათანობით იცვლება პლანეტების ორბიტები. მარსს კომეტა ემუქრება.
2288 – დროში მოგზაურობა. ახალი კონტაქტები უცხოპლანეტელებთან.
2299 – საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა დაიწყება ისლამის წინააღმდეგ.
წყარო: „AllNews“