Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი- შსს ახალ განცხადებას ავრცელებს

September 10, 2024
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი- შსს ახალ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1982 წელს დაბადებული ს.მ., 1986 წელს დაბადებული ს.ა., 1974 წელს დაბადებული დ.ს., 1986 წელს დაბადებული ა.შ., 1985 წელს დაბადებული ლ.პ. 1994 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ი.მ. და 1979 წელს დაბადებული თ.კ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ა., 1996 წელს დაბადებული ნ.ლ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 2000 წელს დაბადებული კ.ლ., 1981 წელს დაბადებული შ.მ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, “მეტამფეტამინი”, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და „ალფა პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge