Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ასე გაგრძელება არ შეიძლება” – ზაალ უდუმაშვილი

June 28, 2021
“ასე გაგრძელება არ შეიძლება” – ზაალ უდუმაშვილი

„დღეს ჩვენ უმრავლესობის წევრების მხრიდან ბევრი სამადლობელი სიტყვები მოვისმინეთ მთავრობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოვისმენთ. მაგრამ ეს სამადლობელი სიტყვები ვერაფრით შეცვლის იმ მძიმე რეალობას, რომელშიც ჩვენ დღეს ყველა ვიმყოფებით.

მგონი, ყველა, აბსოლუტურად, ოპოზიციაც და უმრავლესობაც ვთანხმდებით ერთ მთავარ საკითხზე, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა დღეს არის ის სიღარიბე და სიღატაკე, რომელიც სუფევს ქვეყანაში და ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი თანამოქალაქეები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

“მთელი 40 წუთის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ვუსმენდი, მხოლოდ ერთხელ იყო ნათქვამი „გაჭირვებული მოსახლეობა“ და ისიც სტატისტიკის დონეზე. დარწმუნებული ვარ, პარასკევს, ის 550 ათასი ადამიანი, რომელიც ასე გაკვრით ახსენეთ, ტელევიზორთან იმყოფებოდა და ელოდებოდა ნუგეშის სიტყვას, იმ სიტყვას, რომლითაც იფიქრებდა, რომ ხვალ მისი ყოფა, შესაძლებელია, გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოისმინეს. რა უთხარით თქვენ იმ ხალხს, რომელიც დღეს გადარჩენისთვის იბრძვის? რა უთხარით იმ პენსიონერებს, რომლებიც თქვენ დაყავით მოხუცებად და ნაკლებად მოხუცებად, თითქოს, 69 წლის პენსიონერს უფრო ნაკლები სჭირდება, ვიდრე 71 წლის პენსიონერს. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ის დანამატი თანხა, რითიც პენსია გაიზარდა, პრაქტიკულად, უკვე ინფლაციამ შეჭამა. რა უთხარით თქვენ იმ ათი ათასობით უმუშევარს, რომელიც მზად არის, ხვალ საზღვარგარეთ წავიდეს და მონად დადგეს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს? რა უთხარით იმ ასი ათასობით ემიგრანტს, რომელიც ყოველ დილით იმის იმედით იღვიძებს, რომ სამშობლოში უნდა დაბრუნდეს? იმ ხალხსაც კი, რომელიც ქვეყანაშია, ეუბნებით, რომ თქვენ წადით და უცხოეთში იმუშავეთო. რა უთხარით იმ 70 ათას სტუდენტს, რომელიც სწავლას ვერ აგრძელებს და აქედან 30 ათასი სტუდენტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ აქვს, რომ საფასური გადაიხადოს. არაფერი გითქვამთ და იცით, რატომ? – იმიტომ, რომ სათქმელი არ გაქვთ. 150 გვერდიან დოკუმენტში ამ ადამიანებისთვის ერთი ფურცელი არ გამოინახა.

დღეს უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ბევრჯერ იყო ნათქვამი ოპოზიციის მიმართ: ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს. დიახ, ბატონებო, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს. ოღონდ ეს შეიცვლება არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, არამედ ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge