Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ნაკრებში ხუთი წამყვანი ფეხბურთელი გაიზარდა… გინდათ ქვეყანას ეშველოს?”– რას წერს ტორესა მოსი?

September 9, 2024
“ამ ნაკრებში ხუთი წამყვანი ფეხბურთელი გაიზარდა… გინდათ ქვეყანას ეშველოს?”– რას წერს ტორესა მოსი?

10 წლის წინ გაიხსნა დინამოს აკადემია. ამ ნაკრებში ხუთი წამყვანი ფეხბურთელი გაიზარდა სწორედ მაგ ადგილას – მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში განათლების მნიშვნელობაზე წერს:

აი ყველა ხომ გაოცებულები ვართ საქართველოს ნაკრების ასეთი შედეგებით, შეთამაშებით, სტაჟიანი გულშემატკივრები იმასაც კი ვამბობთ, რომ ეს რას მოვესწარით და არ გვეგონა თუ ასეთ ნაკრებს მოვესწრებოდითო.

მე მინდა ერთ რამეზე დაფიქრდეთ ყველა, იმიტომ რომ ამაზე კარგი მაგალითი ძნელი საპოვნელია იმის საჩვენებლად, რასაც ამდენი წელია ვამბობ.

10 წლის წინ გაიხსნა დინამოს აკადემია. ამ ნაკრებში ხუთი წამყვანი ფეხბურთელი გაიზარდა სწორედ მაგ ადგილას. ამ ხუთიდან სამს, არანაირი სახსარი და შესაძლებლობა არ ექნებოდა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა განევითარებინა ამის გარეშე.

ათ წელიწადში ერთი სწორი საგანმანათლებლო ადგილის შექმნით, აი ეს შედეგი დადგა. იმას არ ვამბობ რომ ეს მხოლოდ დინამოს აკადემიის არსებობის შედეგია, მაგრამ ხუთი წამყვანი ფეხბურთელი რომ იქ გაიზარდა, უმნიშვნელო ვერ იქნება. ამ ხუთის გარეშე რომ ეს შედეგი ვერ იქნებოდა ეგეც ცხადზე ცხადია.

ეს მინდა მაგალითად გქონდეთ. როცა ერთი სწორი საგანმანათლებლო კერა ასეთ შედეგს იძლევა, წარმოიდგინეთ რა იქნება ჩვენ რომ სწორი განათლების რეფორმა ჩავატაროთ ქვეყანაში. 10 წელიწადში საკუთარი ქვეყანა ისე გაგვაოცებს, როგორც ნაკრებმა გაგვაოცა.

ასეა ეს ამბავი. განათლების სისტემის შველა, იქნება ქვეყნის შველა ოღონდ 10 წელიწადში. შველა კი არა, უბრალოდ სხვა ქვეყანა გახდება. იმ პრობლემების 90%, დღეს რომ გვაწუხებს და სრულიად სამარცხვინო რომ არის თანამედროვე ცხოვრებაში რომ გაწუხებდეს და კვლავაც მოუგვარებელი გქონდეს, შარშანდელი თოვლივით გაქრება და სულ სხვა ვარსკვლავებს გავედევნებით.

თუკი რამ არ გვაკლია ჩვენ, ეს არის ნიჭი, შემოქმედებითობა, სული, გული, შემართება, ბრძოლის ჟინი და სიცოცხლის სიყვარული. ღმერთს მოუცია ყოველი უნარი ჩვენთვის, რომ ამ სამოთხესავით ადგილას ცხოვრება იყოს მართლაც სამოთხესავით და ჩვენ ამას ძირშივე ვკლავთ და ვანადგურებთ.

გინდათ ქვეყანას ეშველოს? ვუშველოთ ბავშვებს. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ილია, მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავსო. ვის ვის და ილიაზე კარგად ვის ესმოდა ამის მნიშვნელობა. იმიტომაც იკლავდნენ თავს, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჰქონოდათ და განათლება მიეცათ ხალხისთვის – წერს ტორესა მოსი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge