„ისტორია ინახავს გენიალური მხატვრების და მათი შემოქმედების შესახებ ცნობებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თაობებს შემოუნახეს.
თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა – თელავის ისტორიულ მუზეუმში, ამჟამად, 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთანაგ 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.
იაშვილის კოლექცია მრავალფეროვანია. მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოებიდან, აღსანიშნავია გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის “ლუდოვიკო მე-17 ტყვედ იაკობინელებთან”; ფრანგი მხატვრის რენოს “მთვარიანი ღამე”; მიხაი ზიჩის “ვეფხისტყაოსნის მირთმევა თამარისათვის”; უცნობი ავტორის “მადონა ყრმით” და ა.შ…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე