Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველი პარაოლიმპიელი ცოლ-ქმრის, გიორგი და ინა ქალდანების შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორია

September 9, 2024
ქართველი პარაოლიმპიელი ცოლ-ქმრის,  გიორგი და ინა ქალდანების შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორია

ოლიმპიური და პარაოლიმპიური სპორტის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა- ცოლ-ქმარი, გიორგი და ინა ქალდანები, ერთ დღეს ორი მედლის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარაოლიმპიადაზე შეძლო.

ინა ქალდანის ისტორია, ასევე, იმით არის მნიშვნელოვანი და სამაგალითო, რომ ის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ გახდა დედა და მაშინ ტოკიოს ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა.

“გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას უნდა იცნობდეს ყველა – ჩვენი პარასპორტსმენები მეუღლეები არიან, მათ ჰყავთ პატარა დამიანე. ინას შვილის გაჩენის შემდეგ აქტიური სპორტიდან დროებით წასვლა მოუწია, მაგრამ დაბრუნდა სპორტში და დღეს პარაოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორია. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ერთდროულად იყო წარმატებული ქალი – დედა და სპორტსმენი!

გიორგი ტოკიო 2020-ზე ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა, რაც, უდავოდ, უდიდესი წარმატებაა. ყველამ ვიცით, მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ და ერთად ბევრს ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და დამიანე ქალდანი”, – წერდა 2021 წელს საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი ქალდანების შესახებ.

გიორგი და ინა ქალდანები უკვე არაერთი წელია, წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაზე და გულშემატკივარს სიხარულისა და სიამაყის მიზეზს აძლევენ, თუმცა მათი ისტორია ცოტამ თუ იცის.

რამდენიმე წლის წინ, როცა გიორგისა და ინას მხედველობის პრობლემები შეექმნათ, მათ პარასპორტში გადაინაცვლეს. სწორედ სპორტმა აპოვნინა მათ ერთმანეთი და ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც, რომელიც მალევე დაგვირგვინდა ქორწინებით. ინას და გიორგის ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს და ახლა მშობლები ყველა წარმატებას სწორედ მას უძღვნიან.

“პირველ არხთან” ინტერვიუში ინა ქალდანმა საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ვრცლად ისაუბრა:

“სულ ვვარჯიშობდი, მაგრამ 17 წლის რომ გავხდი და სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და სპორტისთვის დროს აღარ მქონდა. შემდეგ, როცა ოჯახი შევქმენი და დამიანე გაჩნდა, ვალდებულებებიც გაიზარდა, მაგრამ არის მომენტები, როცა ოჯახზეც კი უნდა დახუჭო თვალი. ისევ იმის­თვის აკე­თებ ამ ყვე­ლა­ფერს, რომ სა­მო­მავ­ლოდ ბავ­შვზე აი­სა­ხოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშობ­ლის ყოლა. შე­ჯიბ­რე­ბი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი, და­მი­ა­ნეს პირ­ვე­ლი კი­თხვაა – აბა, ჩა­მო­მი­ტა­ნე მე­და­ლი?” – ამბობდა ინა ქალდანი.

გიორგი ქალდანი მეუღლის დიდი გულშემატკივარია და მისი წარმატება ყოველთვის საკუთარივით ახარებს. მისი მთავარი მოტივატორი კი მამაა:

“ყვე­ლა მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჩემს თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბაა, რაც სულ მახ­სე­ნებს მა­მას. ეს რომ ენა­ხა, უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. მეც თავს მის გვერ­დით ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძნობ­დი. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს. პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა მა­მამ ძი­უ­დო­ზე მიმ­იყ­ვა­ნა. ვი­ცო­დი, რომ მამა სპორტზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ერ­თად დავ­დი­ო­დით ვარ­ჯიშ­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და, ერთ-ერთი შე­ჯიბ­რების დროს ფი­ნალ­ში გა­ვე­დი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და სწო­რედ მაგ დღეს ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ფი­ნალ­ში რომ გა­ვე­დი, ხელ­ში ამიყ­ვა­ნა, უხა­რო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და და იქვე, ტა­ტამ­ზე, ჩემ თვალ­წინ გული გა­უს­კდა. ჩემ­თვის ეს დიდი ტრავ­მა იყო” – თქვა გიორგიმ ინტერვიუში.

ქართველი პარაოლიმპიელი ცოლ-ქმრის, გიორგი და ინა ქალდანების შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge