9 სექტემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის, მშველიძის, შანდორ პეტეფის, ლეჟავას, ვაზის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთისა და ხელოვანთა ქუჩებს, წულუკიძის ქუჩის მე-3 და მე-4 შესახვევებს, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრო რაიონებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.