ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მორიგ რჩევას უზიარებს. ამჯერად, ის მზისგან მიღებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე გვიამბობს:
“ბევრისთვის ასაკთან ერთად პრობლემა ნაოჭები ხდება და დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ ეს არ ჰქონდეთ. რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ ნაოჭები თავიდანვე არ გქონდეს, ან შეიმცირო მინიმალურბდონეზე? – ზაფხულის გატარება ამ ვიდეოს გარეშე ზიანის მეტს არაფერს მოგიტანს! ადამიანს სახეზე ნაოჭები ბევრი რაღაცის გამო, ასაკის გამოც უჩნდება. ასაკთან ერთად კანი უხეშდება. სხვათაშორის, კანის ნაადრევი დაბარებისა და დანაოჭების ერთ-ერთი მიზეზი (გარდა თამბაქოს მოხმარებისა) მზის სხივებია, იცოდი? – გარუჯვა მშვენიერია, კარგ ფერზე მოდიხარ, მაგრამ აქ პრობლემა არის ის, რომ როდესაც ირუჯები წინა ხაზზე ოთხი რაღაც მოდის: – 1.- კანი უფრო მალე ბერდება; 2. – კანი უფრო და უფრო ნაოჭდება; 3. იზრდება კანის სიმსივნეების რისკი; რა იწვევს კანი სიმსივნეებს? – ულტრაიისფერი სხივები და სად ნახულობ მათ? – როცა ირუჯებით და როცა არ ირუჯებით მაშინაც. კანის გარუჯვის დროს ასევე გინვითარდება ფოტოდერმატიტი, რომელიც ანთებაა.
რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს ზაფხული ძალიან მშვენივრად გაატარო ისე, რომ თან გაირუჯო, არც კანი დაბერდეს და ამასთან, არ იყოს ანთებადი? – ეს არის მზისგან დამცავები. მაგრამ ბევრი ადამიანი როდესაც მას ყიდულობს წარმოდგენა არ აქვს რას ყიდულობს, შეიძლება ჰგონიათ იციან რას ყიდულობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც არ იციან. თუ მზისგან დამცავს სწორად არ შეარჩევ ჩათვალე, რომ ფული აბსოლუტურად ტყუილად გადაყარე.
მე ახლა გეტყვი რამდენიმე ტაქტიკას, რომ თუ მას მართლა იყიდი, თანხა ტყუილად “არ გადაყარო. ” მზისგან დამცავს სანამ შეარჩევდე, ჯერ სარკესთან დადექი და შენ სახეს დააკვირდი როგორი კანი გაქვს.”
თემაზე სრული ინფორმაცია მოცემულ ვიდოეში იხილეთ:
https://www.youtube.com/watch?v=_NLHdRjl_p8&t=173s