საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა – ვილი სანიოლმა იგივე შემადგენლობა დააყენა, რაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან და ესპანეთთან მატჩებში შეარჩია.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. უკვე მეორე ტაიმში – 52-ე წუთზე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რის შემდეგაც 63-ე წუთზე ანგარიში ისევ გაიზარდა – მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.
2 წუთში ჩეხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მისი ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია.
მე-80 წუთზე ჩეხეთმა ერთი გოლი გაიტანა – მისი ავტორი ლუკაშ კალვაში იყო