Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პურის ფასი 2-3 წელია არ შეცვლილა“ – გაძვირდება თუ არა პური?

September 7, 2024
„პურის ფასი 2-3 წელია არ შეცვლილა“ – გაძვირდება თუ არა პური?

„პურის ფასი სტაბილურია, უკვე 2-3 წელია არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ მზარდი ტარიფებია ელექტროენერგიაზე, წყალზე და ა.შ. ეს ჩვენთვის სატრაბახოც კი არის“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამჟამად ფქვილზე ფასი მცირდება, კერძოდ, 1 ტომარის ღირებულება 43-44 ლარის ფარგლებშია. მისივე თქმით, პურზე ფასის სტაბილური შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი 52 ლარს არ აჭარბებს.

„ერთ ტომარაზე რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟოზე ახდევინებენ 12 ლარს. დაახლოებით 3 მილიონი შევიდა ბიუჯეტში შარშან ამ თანხიდან მოგების სახით. ამით კი ბაზარზე საქართველოში დამზადებულისა და შემოტანილი ფქვილის თვითღირებულება გაწონასწორდა.

ბაზარზე ფქვილის ერთი ტომრის ფასი ახლა თუ არ ვცდები 43-44 ლარია. 52 ლარამდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ პური არ გაძვირდეს. წინა წლებში 52 ლარზე ზევით თუ წავიდა ფქვილის ღირებულება, სუბსიდირებაც იყო ჩართული, რადგან ფქვილის ფასი გაიზარდა. დღეს ფქვილის ღირებულება მცირდება“, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება. წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი – ქარხნული. დედაქალაქში ყველაზე გავრცელებული 500-გრამიანი ე.წ ბატონისებური პურია, რომლის ფასიც საშუალოდ 90 თეთრიდან 1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი დაამტკიცა – რას მოაწერა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა?
  • „ფინალში „ინტერს“ ყველაზე მეტად კვარაცხელიასი უნდა ეშინოდეს“ – რას ამბობს იტალიელი ლეგენდა ქართველი ვარსკვლავის შესახებ?
  • „ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება…“ – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge