ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა”ინსტაგრამის” მეშვეობით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავის აუდიტორიას დაახლოებით ორი თვით ემშვიდობება. როგორც ასათიანმა თქვა, სოციალურ ქსელში ძალიან დიდ დროს ატარებს, ამიტომ გადაწყვიტა ინტერნეტ სივრცეს დროებით ჩამოშორდეს.
“მეგობრებო, ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე და ვნახე რა დროს ვატარებ სოციალურ ქსელში და ვიყავი შოკში, რადგან დღის ძალიან დიდ მონაკვეთს მეც და თქვენც სხვების ისტორიების სქროლვაში ვატარებთ და ძალიან კარგი წამალი მაქვს ამის წინააღმდეგ, ზაფხულში როდესაც შედარებით თავისუფალი გრაფიკი მაქვს, ე.წ. “ინტერნეტ დეტოქსს” ვატარებ, ანუ ვთიშავ ყველა სოციალურ ქსელს და ვტკბები ცხოვრებით. ეს ისეთი მაგარია… და სწორედ ეს უნდა გავაკეთო, უნდა დაგემშვიდობოთ, სადღაც ალბათ თვენახევრით, გირჩევთ თქვენც ეს გააკეთოთ.
მოკლედ, ცხოვრება იმაზე ბევრად საინტერესოა, ვიდრე სხვების ისტორიების სქროლვა. საათობით, ზოგჯერ პირადადაც მჭირდება, პროფესიულადაც იმისთვის რომ აქტიური ვიყო. აი, ეს ერთგვარი დეტოქსი, სოციალური- პარალელური სამყაროდან ჩემთვის ძალიან სასარგებლოა. დაგიბრუნდებით არ მოიწყინოთ” – ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.