პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ოფიციალურ მატჩებში 900 გოლი გაიტანა.
თავისი მე-900 გოლი რონალდუმ გუშინ, ერთა ლიგის პირველ ტურში, ხორვატიასთან საშინაო მატჩში გაიტანა- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეს ბევრს ნიშნავს. დიდი ხანია მინდოდა ამ ზღვრის გადალახვა. ვიცოდი, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევდი“, -ისაუბრა რონალდუმ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს ანგარიშზეა 131 გოლი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, 5 „სპორტინგში“ თამაშის დროს, 450 გოლი მან „რეალის“ მაისურით გაიტანა, 145 „მაჩნესტერ იუნაიტედში“ თამაშისას, 101 „იუვენტუსში“, 51 კი „ალ-ნასრში“.