ამერიკელმა ექსპერტებმა უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც მყიდველს ათასობით დოლარს დააზოგინებს.
რეიტინგი Consumer Reports-ზე ვრცელდება.
რეიტინგი ავტომობილის საიმედოობისა და მფლობელის კმაყოფილების შესახებ ტესტის შედეგების საფუძველზე შეიქმნა. საუკეთესო მოდელები სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა ფასის კატეგორიაში გამოვლინდა.
ყველაზე უსაფრთხო და საიმედო მეორადი ავტომობილებია:
10 ათას დოლარამდე ღირებულების
- Chevrolet Cruze (2017)
15 ათას დოლარამდე
- Hyundai Elantra (2019)
- SUV (სპორტული უნივერსალი) – Honda HR-V (2018)
20 ათას დოლარამდე
- ჰიბრიდი – Toyota Corolla Hybrid (2021)
- კომპაქტური SUV – Kia Sportage (2021)
- ჰიბრიდული კროსოვერი – Toyota RAV4 Hybrid (2018)
- საოჯახო SUV – Mazda CX-9 (2020)
- პრემიუმ SUV – Buick Envision (2020)
- პიკაპი – Toyota Tacoma (2015)
- სპორტული ავტომობილი – Mazda MX-5 Miata (2019)
ექსპერტებმა, ასევე, ამ მოდელის ავტომობილების უპირატესობა დაასახელეს. მათი შეფასებით, Chevrolet Cruze სასიამოვნო სამართავია და შედარებით ფართო სალონი აქვს. ამასთა, Hyundai Elantra საწვავის შთამბეჭდავი ეკონომიურობით გამოირჩევა.
წყარო: Business Press News