Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა?..”- რომან გოცირიძე

June 27, 2021
“ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა?..”- რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გოცირიძე წერს, ბრიტანელმა მინისტრმა იმის გამო, რომ რეგულაციები არ გაითვალისწინა, “პოლიტიკური ფასი გადაიხადა”, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა, რომ დარღვევების მიუხედავად “არაფერი გემუქრებათო”.

“დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია. დისტანცია არ დაიცვა, პირბადე არ ეკეთა. აბა, პირბადეში როგორ იკოცნავებდნენ? ისე, საინტერესოა, პირბადეში რომ ეკოცნა, როგორ იქნებოდა საქმე-ჩაეთვლებოდა თუ არა წესების დარღვევად?

იმ ქვეყანაში მინისტრი ფაქტობრივად დააჯარიმეს-პოლიტიკური ფასი გადაახდევინეს. ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა? გინდ გიკოცნიათ და გინდ კომენდანტის საათი დაგირღვევიათ, მაინც არაფერი გემუქრებათო, უთხრეს ხალხს. 245 ათას ადამიანს ჩამოაწერეს ჯარიმა წინასაარჩევნოდ. ივანიშვილს მაინც გადაეხადა, ცოტა ფული მაინც შევიდოდა ბიუჯეტში. რომ გადაევადებინათ ამ უფულობაში, კიდევ შეიძლება გაგებით მოკიდებოდა ის ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე (მთავრობის წარმოდგენით, ბრიყვები), რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები[…]

ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე. “,- წერს გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეთ ჰენკოკის გადადგომის მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან გადაღებული ფოტო გახდა, რომელიც გამომცემლობა The Sun-ში გამოქვეყნდა. ფოტოზე ჯანდაცვის მინისტრისა და ჯინა კოლადანჯელოს კოცნაა ასახული. მინისტრს სოციალური დისტანციის დარღვევაში დასდეს ბრალი.

გამომცემლობის ცნობით, ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

მოგვიანებით, მეთ ჰენკოკმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა მითითებების დარღვევის გამო. მან ასევე საკუთარ ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც მოუბოდიშა.

მეთ ჰენკოკის გადადგომას ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან სამინისტრო თავაწეულმა უნდა დატოვოს, არამარტო პანდემიასთან ბრძოლის გამო, არამედ პანდემიამდე განხორციელებული საქმიანობისთვისაც.

"ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა?.."- რომან გოცირიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური დაიკეტოს 45 დღით” – რომელი მეტოსადგური დაიკეტება 12 ივლისიდან?
  • ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რას აცხადებს თბილისის მერია
  • “ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე” – რას აცხადებს კახა კალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge