Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დით და­ი­წყო ჩემი წვრთნა… 26 ივ­ნი­სის დილა არა­რე­ა­ლურ სი­ჩუ­მე­ში დგე­ბა” – ქრისტინე იმედაძე

June 27, 2021
“და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დით და­ი­წყო ჩემი წვრთნა… 26 ივ­ნი­სის დილა არა­რე­ა­ლურ სი­ჩუ­მე­ში დგე­ბა” – ქრისტინე იმედაძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ქარ-ცე­ცხლში ვტრი­ა­ლებ­დი 2002 წლის ივ­ნის­ში. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე სა­დაც სას­წავ­ლო 9 წელი არა­ა­და­მი­ა­ნურ შრო­მა­ში გა­ვა­ტა­რე, სა­დაც ყვე­ლა ჩემი პირ­ვე­ლი ტრავ­მა მი­ვა­ყე­ნე თავს – ფი­ზი­კუ­რი, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი… პრო­ფე­სია, რო­მელ­საც 9 წლის მან­ძილ­ზე გული, სული, მთე­ლი ბავ­შვო­ბა და სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შევ­წი­რე. 9 წლის მან­ძილ­ზე ჩემი ბევ­რი მე­გობ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით 9 სა­ათ­ზე მე­ძი­ნა, მში­ე­რი ვი­ყა­ვი და დღე­ში 7-8 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ­დი.

ბნელ და ნავ­თის სუ­ნი­ან თბი­ლის­ში ჩემი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის აღ­მდგე­ნი ექი­მიც არ არ­სე­ბობ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის და მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი­ვით მახ­სენ­დე­ბა და მთრგუ­ნავს. მძი­მე ივ­ნი­სი დად­გა 2002 წელს. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბას სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­ვუს­ვი და არჩევანი სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი კი­დევ ერთი შან­სი იყო თე­ატრთან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ფეხს იმ­დენ ხანს ვით­რევ­დი მომ­ზა­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ მო­ვას­წა­რი. გა­მოც­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თილს ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას­თან სულ რამ­დენ­ჯერ­მე და­ვეს­წა­რი. მა­ი­სის ბო­ლოს ერთ-ერ­თმა მო­მა­ვალ­მა სტუ­დენ­ტმა თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბი მო­მა­წო­და. ჩემი სა­გა­მოც­დო პრო­ზა და ლექ­სი. სევ­დი­ა­ნი იყო ყვე­ლა­ფე­რი რაც იმ ფურ­ცლებ­ზე ეწე­რა, მეც სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, ჩემი 9 წლის შრო­მი­დან მხო­ლოდ ია­რე­ბი შემ­რჩა სხე­ულ­ზე. მაგ­რამ მა­ინც ვერ ვხვდე­ბო­დი ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი რო­გორ გად­მო­მე­ცა მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე.

ჭრი­ლო­ბა გულ­ში დიდი მქონ­და, მაგ­რამ პრო­ზა თა­ვის ში­ნა­არ­სით მას არ პა­სუ­ხობ­და. 2002 წლის ივ­ნის­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. მოს­კოვ­ში “იურ­მა­ლას” შე­სარ­ჩევ­მა ორმა ტურ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და ეს მი­ხა­რო­და. თურ­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გებ, რომ ამა­ოდ… 27 ივ­ნისს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პირ­ვე­ლი დღე მე­ლო­და. მოს­კო­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ჩემი სა­გა­მოც­დო ლექ­სი და პრო­ზა რამდენჯერმე გადავიკითხე, თით­ქოს რა­ღაც ემო­ცია აკლდა. რა­ღაც ვერ ვი­მე­ცა­დი­ნე, თავ­ში არ შევიდა. თან სერ­გუ­ნაც თბი­ლის­ში იყო და ბავ­შვებ­თან ერ­თად მეც შეკ­რე­ბა­ზე მინ­დო­და.

ბა­ბუს სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში ერთი ჭერ­მის ხე დგას, კარ­გი ასაძ­ვრო­მია და იქ ხში­რად ვის­ხე­დით გო­გო­ე­ბის შტა­ბი იყო. ჩემი ფურ­ცლე­ბით სა­მე­ცა­დი­ნოდ ეზო­ში ჩა­ვე­დი. სერ­გუ­ნა­მაც შე­მო­მი­ა­რა ჭერ­მის ხეს­თან სა­ნა­ხა­ვად, ასა­კით ჩემ­ზე ოდ­ნავ უფ­რო­სი იყო და ხა­სი­ა­თიც მტკი­ცე ქონ­და. ნერ­ვებს ვუშ­ლი­დი ჩემი ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით რა­ღაც სა­კი­თხებ­ში. ამა­ზე სხვა დროს ალ­ბათ დავ­წერ.

25 -ში სი­ცხემ ამი­წია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­ზე ნა­წყე­ნი იყო სა­ღა­მოს მი­ლი­ონ­ჯერ და­რე­კა… ბოლო ზარი ღა­მის 2:16 წთზე ან 13 -ზე იყო შე­მო­სუ­ლი. იმ ღა­მეს სამ­ყა­როს ნჯღ­რე­ვის ყვე­ლა­ზე დიდი ხმა გა­ვი­გე. ცხე­ლი შამ­ფუ­რი მუ­ცელ­ში რომ გა­გი­ყა­რონ, ყვავ­მა რომ თვა­ლე­ბი გკორტნოს, ვირ­თხებ­მა რომ ცო­ცხლად გჭა­მონ, წყლით რომ გგუ­დავ­დნენ, კანი რომ ფე­ნე­ბად აგა­ხი­ონ და მზე­ზე დაგ­დონ, ნელა რომ ლპე­ბო­დე და ვე­რა­ვინ გშვე­ლო­დეს. ღრი­ალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინ­და გას­კდე და დამ­თავ­რდე, მაგ­რამ არ სკდე­ბი. მი­წამ ჩა­გი­ტა­ნოს, ან ცამ აგიყ­ვა­ნოს. რა­ი­მე ძა­ლამ გინ­და გა­მოგრთოს… არა! მა­ინც სუნ­თქავ, და­დი­ხარ… გა­მოც­და­ზეც მი­დი­ხარ და ორ კვი­რა­ში სცე­ნა­ზეც.

“იურ­მა­ლა 2002…” ჩემი სევ­დი­ა­ნი სა­გა­მოც­დო ფურ­ცლე­ბი, რო­მე­ლიც არ მი­მე­ცა­დი­ნია ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა სა­მი­ვე მი­სა­ღებ ტურ­ზე, თურ­მე რომ გა­დაგხდე­ბა მერე თა­ვი­სით ხდე­ბა. წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი, “იურ­მა­ლა” – ვერ.

სამ­ყა­რომ ძა­ლი­ან ადრე და და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დით და­ი­წყო ჩემი წვრთნა. არ ვიცი ბო­ლოს რა შე­დეგს ითხოვს, მაგ­რამ დღეს რომ ამას ვწერ ალ­ბათ ახ­ლოს ვარ მი­ზან­თან. უკვე ოცი წე­ლია 26 ივ­ნი­სის დილა არა­რე­ა­ლურ სი­ჩუ­მე­ში დგე­ბა… ცივა ჩემ­თან ყო­ველ­თვის ამ დროს… მე ლა­მა­ზი მე­გო­ბა­რი მყავ­და, თვალ­ჟუ­ჟუ­ნა, წაბ­ლის­ფე­რი თმე­ბით…” – ქრისტინე იმედაძე. 

ცნობისთვის, იმედაძე ბა­ლე­რი­ნა გახ­ლდათ, მიღებული ტრავ­მის შემ­დეგ საყვარელ პროფესიას სამუდამოდ დაემშვიდობა.  სწო­რედ ამ პე­რი­ოდს კი მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, სერგის გარდაცვალება დაემთხვა. ახალგაზრდა მამაკაცი ავარიამ იმსხვერპლა.

მომღერლის შეყვარებული სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობ­და და თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. მისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი მე­გობ­რობ­დნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • ანტონიო ბანდერასი ილია თოფურიას მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge