გორის რაიონულმა სასამართლომ ქარელში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებული ძმებმა დეტალურად გაიხსენეს დანაშაულის ჩადენის ღამე და ამტკიცებდნენ, რომ 28 წლის კაცის მკვლელობა განზრახული არ ჰქონიათ. მათი თქმით, ისინი თავს იცავდნენ.
ერთ-ერთი ბრალდებულმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: “განზრახ მკვლელობა არ იყო – აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა”.
დაცვის მხარე მათი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ან გირაოს გამოყენებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი წამებით მოკლეს. სოფელ ზღუდერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია.
შსს–ის ცნობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.