გიორგი ღოღობერიძე მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და თავის აუდიტორიას სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს:
„ რამდენი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ, ისე მართლა, რეზიდენტურას მოვრჩი… უკვე დავასრულე ჩემი სწავლება და შეიძლება ითქვას, უკვე ერთი ნაბიჯია პრაქტიკული საქმიანობისკენ.“ – ამბობს გიორგი.” – ამბობს ღოღობერიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “პრაიმ შოუ” მიწვეული სტუმარი გახლდათ, სადაც მან პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მიმართა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიში ყოფილიყო, რადგან მას პროფესიული დიპლომი არ ჰქონდა.
ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის კონკრეტულმა ფრაზამ გამოიწვია:
„მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე” – აღნიშნა ღოღობერიძე.
„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის, ყველაზე დიდი ჩOVID-ლინიკა ველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის მიმეცა რაიმე რჩევა, რჩევები კონკრეტული მიმართულების, კოლნკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა, თქვენ ინფექციონისტი ბრანდებით? ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს? – ასე მიმართა ღოღობერიძეს ნადირაძემ.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნულთან დაკავაშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს …
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”, – დაწერა ღოღობერიძემ.
აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში რეზონანსი გამოიწვია, რაზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ღოღობერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.