სოციაკუ ქსელში შვილიშვილებთან ერთად 86 წლის ასლან აბაშიძის ფოტოები ვრცელდება.
ფოტოებს რძალი, სალომე ბაჯელიძე ავრცელებს.
წლებია, რაც აბაშიძე მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ შეეძინა მესამე შვილი ალექსანდრე, რომლის დაბადებისას აბაშიძე 78 წლის გახლდათ, ხოლო ბავშვის დედა – 45 წლის.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა ბავშვის დედაზე ოფიციალურად იქორწინა. მისი რჩეული ქალი ანაიდა ოვაკუმიანია ჯერ კიდევ ბათუმში მათ ოჯახში მზარეულად მუშაობდა.
ასლან აბაშიძეს გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი – დიანა და გიორგი ჰყავს.