Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროფესიები, რაზეც საქართველოში დეფიციტია

September 2, 2024
პროფესიები, რაზეც საქართველოში დეფიციტია

„დღეს პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც შეუძლია ის დეფიციტი აღმოფხვრას, რაც საქართველოში ბევრი მიმართულებით არის“ – ამის შესახებ, პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი სასურველი პროფესიების შერჩევა და შემდგომ ამა თუ იმ საქმის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლა.

„ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი. ეს არის ყველაზე მოკლე გზა წარმატებისკენ და ძალიან დიდი ხიბლია, რომ მოკლე დროში გეძლევათ საშუალება, გახდეთ პროფესიონალი. რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია და ის პორტალ vet.emis.ge-ზე არის შესაძლებელი, სადაც 23 გამოცხადებული პროფესიიდან ირჩევთ სასურველს.

„დღეს პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც შეუძლია ის დეფიციტი აღმოფხვრას, რაც საქართველოში ბევრი მიმართულებით არის. ესენია: ტურიზმის სფერო, IT ინჟინერია, ავტოინჟინერია, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ.“, – აცხადებს მათე ტაკიძე.

მან პროფესიულ კოლეჯებში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა.

„სიახლეები ძალიან ბევრი გვაქვს. უპირველესად ესენია ინტეგრირებული პროგრამები, რაც წარმოადგენს – საბაზო განათლების დასრულების შემდეგ მას შეუძლია აირჩიოს პროფესიულ განათლებაში ინტეგრირებული პროგრამები. ჩვენ გვაქვს სამი ასეთი პროგრამა – კონდიცირება, ენერგეტიკა და სახვითი ხელოვნება, სადაც მსურველი არამარტო პროფესიულ განათლებას იღებს, არამედ საშუალო განათლების პროფესიული სასკოლო ატესტატის მფლობელიც ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იქნება ასევე სკოლადამთავრებული.

„მეორე მიმართულება არის დუალური განათლება – ანუ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ანუ როდესაც სტუდენტი სწავლობს და პარალელურად ის არის კომპანიის თანამშრომელი და ეს საბოლოოდ გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს. წელს გამოცხადებულია ორი დუალური პროგრამა შემდეგ კომპანიებთან – „ევრომასტერთან“ და „ინსთან“.

„ამასთან, კიდევ ერთი სიახლე რაც არის – წელს, პირველად საქართველოში, განათლების სამინისტროს ინიციატივით, 20 სკოლაში პროფესიული განათლების ინტეგრირებული სწავლების პილოტირება დაიწყო. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 3 წლის შემდეგ, ტესტირება გვაჩვენებს პირველი პილოტირების შედეგებს – თუ რამდენად დიდია ინტერესი ახალგაზრდებში,“ – განაცხადა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა.

ცნობისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან, დაიწყო.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge