ლოცვა — რელიგიური პრაქტიკის სახე, რომლის დროსაც ინდივიდი ცდილობს ღმერთთან ან სულთან დაკავშირებას. ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური, რომელიც შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში ან კერძოდ. ლოცვისათვის იყენებენ სიტყვებს ან სიმღერას. არსებობს სხვადასხვა სახის ლოცვები — შუამდგომლობის, ვედრება, მადლიერების და დიდების. ლოცვა მიმართულია ღმერთისდმი, სულისადმი ან თუნდაც რომელიმე პიროვნებისადმი. ადამიანები ბევრი, განსხვავებული მიზეზების გამო ლოცულობენ.
ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ შვილისთვის დედა უპირველესია ცხოვრებაში, მის სიტყვასა და დარიგებას უდიდესი ძალა აქვს შვილებისთვის და სწორედ ის ახდენს ზეგავლენას შვილების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.
დედის ლოცვა უმთავრესია. მას ძალზე დიდი დატვირთვა გააჩნია შვილების კეთილდღეობაში. ამიტომაც მნიშვნელოვანია, დედამ შვილები ყოველი მნიშვნელოვანი საქმის წინ განსაკუთრებულად დალოცოს, რათა შვილებს ყველა საქმეში ხელი მოემართოს.
გთავაზობთ, დედის ლოცვას, რომლის ძალაცა და მადლიც განუზომელია:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.