” გადაცემის “სთორი” წამყვანი თათია შარანგია გიორგი ღოღობერიძეს მხარდაჭერას უცხადებს:
“ჩემი მხარდაჭერა გიორგი ღოღობერიძეს.
არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. თუმცა, ჩემთვის მიუღებელია ადამიანის ასე “კუთხეში მიყენება” , ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო ამ ფორმით. ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ ეს ბიჭი სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა საზოგადოებას მაშინ როცა ბევრს სრული აგონია გვქონდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდით. მისგან გაჟღერებული დაუდასტურებელი ინფორმაციაც არ მახსენდება.
ჩემთვის აკადემიური რეგალიები მეორეხარისხოვანია. მე გენდობი და პირველ რიგში პატივს გცემ როგორც ძალიან კარგ ადამიანს”, – წერს შარანგია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “პრაიმ შოუ” მიწვეული სტუმარი გახლდათ, სადაც მან პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მიმართა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიში ყოფილიყო.
ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის კონკრეტულმა ფრაზამ გამოიწვია:
„მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე” – აღნიშნა ღოღობერიძე.
„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის, ყველაზე დიდი ჩOVID-ლინიკა ველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის მიმეცა რაიმე რჩევა, რჩევები კონკრეტული მიმართულების, კოლნკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა, თქვენ ინფექციონისტი ბრანდებით? ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს? – ასე მიმართა ღოღობერიძეს ნადირაძემ.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნულთან დაკავაშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს …
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”, – დაწერა ღოღობერიძემ.
აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში რეზონანსი გამოიწვია, რაზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ღოღობერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.