Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას აფინანსებს თუ არა სახელმწიფო?

August 31, 2024
როგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას აფინანსებს თუ არა სახელმწიფო?

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში განსაზღვრულ პროგრამებზე სტუდენტებს სწავლა სრულიად უფასოდ შეუძლიათ. გადასახადს 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამაზე სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობა ფინანსდება, სხვას კი ჩვეულებრივ უწევს გადასახადის გადახდა. მას შემდეგ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, აბიტურიენტთა ჯგუფებში არაერთი შეკითხვა დაისვა, როგორ უნდა გაარკვიონ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს თუ თავად მოუწევთ გადახდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, სტუდენტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ უნივერსიტეტს უნდა მიმართონ და მათთან გაარკვიონ, დაუფინანსდებათ თუ არა სახელმწიფოსაგან სწავლა სრულად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთ უნივერსიტეტში ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი ფინანსდება, ზოგან კი მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა.

მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 36 საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა სახელმწიფო გრანტს, სწავლის შესაძლებლობა უფასოდ ექნებათ.

2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული, აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი კი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებს სტუდენტთა რანჟირებულ სიას უგზავნის. თუ, მაგალითად, პროგრამაზე 200 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან კი 100-ს სახელმწიფო აფინანსებს, უნივერსიტეტი რანჟირებული სიის მიხედვით, პირველ 100 სტუდენტს მიანიჭებს დაფინანსებას, დანარჩენი 100 კი თანხას ჩვეულებრივ გადაიხდის. ნახეთ სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge