Sunday, June 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ეს არის აქ მთავარი კითხვა და მორალური არჩევანი!!!” – დავით კიკალიშვილი

June 25, 2021
“ეს არის აქ მთავარი კითხვა და მორალური არჩევანი!!!” – დავით კიკალიშვილი

მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს.

აღნიშნულს ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“რუსთაველის თეატრს, საპატიო, სახელმწიფო სტატუსი აქვს. აქედან გამომდინარე, რამდენად უნდათ, ანწუხელიძის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და 2008 წლის რუსეთის აგრესიისა და შემდგომი ოკუპაციისას, დაზარალებულებს, დამცირებულებს, თავისი გადასახადიდან ამ თეატრის მოსკოვში გასტროლის დაფინანსება ეს არის აქ მთავარი კითხვა და მორალური არჩევანი!!!
რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მტერია, ქვეყანა ოკუპანტია და უმრავლესობა, ვინც ჩეხოვის ფესტივალზე, თეატრის დარბაზში, სპექტაკლის სანახავად მოვა, ნებსით თუ უნებლიეთ მხარს უჭერს არამარტო საქართველოს ოკუპაციას, არამედ ყირიმის ანექსიას, ათასობით უკრაინელის მკვლელობას, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტას, რუსეთში ნავალნის მოწამვლას და ციხეში ტანჯვას, ნემცოვის მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილვას, ძალმომრეობას, დიქტატურას, არნახულ კორუბციას.

ვერავინ ამოეფარება ბრტყელ სიტყვებს, რომ ხელოვნება და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. ზუსტად დიდი და ჭეშმარიტი ხელოვნების მოწოდებაა, მორალური ორიენტირების წარმოჩენა და პროტესტი უსამართლობის და ძალმომრეობის წინააღმდეგ. ეს უპირველესად მოეთხოვება მათ, ვისაც ტვირთად ადევს სახახლო არტისტისტის წოდება, დედაქალაქის მერობა თუ ყოფილი პრეზიდენტობა და ა.შ.შ.

P.S. თავად რობერტ სტურუას, ვაღიარებ მის სარეჟისორო ტალანტს, თავის საჯარო გამოსვლებში, არასდროს გაუმიჯნია ხელოვნება და პოლიტიკა. ჩვენი რობიკო, თამამად აკრიტიკებდა სამამულო პოლიტიკოსებს, მოგვწონდა ეს თუ არა ამ სამოქალაქო პოზიციით პატივისცემას იმსახურებდა, მაგრამ როგორც ჩანს ახლა Робико-ს ან ჰომო-სოვეტიკუსის გენი სისხლს უწამლავს ან უფრო მერკანტილური ჰონორარი.” – წერს კიკალიშვილი სოციალურ ქსელში.

სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, – თქვა რუსულ არხთან ინტერვიუში რობერტ სტურუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • ანტონიო ბანდერასი ილია თოფურიას მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge