Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი”– ბრალდებული ასახელებს მიზეზს, რის გამოც ცოლი და 2 მეგობარი მოკლა

August 30, 2024
“ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი”– ბრალდებული ასახელებს მიზეზს, რის გამოც ცოლი და 2 მეგობარი მოკლა

ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ  მიიღო და სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს – ადვოკატი არ დაეთანხმა ბრალდების არგუმენტებს, რომ არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, თუმცა მას არანაირი შუამდგომლობა არ დაუყენებია.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული ზურაბ ზურაბაშვილიც,რომელმაც დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ახლაც “იგივეს გააკეთებდა”.

მან მოტივზეც ისაუბრა.

„მე პოზიციას დავაფიქსირებ. ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, – თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge