Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ დააბრუნა ვილი სანიოლმა ირაკლი აზაროვი ნაკრებში – მთავარი მწვრთნელის განმარტება

August 30, 2024
რატომ დააბრუნა ვილი სანიოლმა ირაკლი აზაროვი ნაკრებში – მთავარი მწვრთნელის განმარტება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე შემადგენლობა დაასახელა, „მიხეილ მესხი არენაზე“ კი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ევრო 2024-ის შემდეგ ახალი პროექტი იწყება და ახალ მიზნებზე გვსურს სრული კონცენტრაცია. ახლა ერთა ლიგის მატჩებზე ვფიქრობთ. ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და იქ თამაშის საოცარი მომენტების გამეორება ყველას გვსურს, მაგრამ ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე საუბარი ნაადრევია.

რამდენად ვგრძნობ თავს ქართველად? ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ და მიხვდნენ, საქართველოში რატომ ვარ კარგად. სანამ ფედერაციასთან მუშაობა და გულშემატკივრებთან ურთიერთობა მსიამოვნებს, მანამდე სიხარულით ვიმუშავებ.

გადრანი ყაზახეთში სტაბილურად თამაშობს, ევროპის ჩემპიონატზე კი ვნახეთ, რომ ეს ფაქტორი ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანია. ნონიკაშვილს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას ვაკვირდებოდი, მომწონდა მისი თამაში და საქმისადმი მიდგომა. უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა მისთვის ახალი გამოწვევაა. მიმაჩნია, რომ ორივე ეს ფეხბურთელი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა.
საფრანგეთში ჩემს დაბრუნებაზე პრესაში გავრცელებულ ვერსიებს დიდად ნუ დაუჯერებთ. რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნება მსურს, მაგრამ სანამ ჩემი მუშაობით კმაყოფილები არიან და მეც მიხარია საქართველოს ნაკრებში ყოფნა, აქ ვიქნები და ნაკრებს ვავარჯიშებ.

რაც შეეხება ჩეხეთთან მოახლოებულ თამაშს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტად მათთან გაგვიჭირდა, რადგან ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ასეთივე თამაშს ველოდები 7 სექტემბერსაც.
აზაროვის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ლევან შენგელიას არყოფნაა. გარკვეულ პოზიციებზე ბევრი ვარიანტი გვაქვს, დიდი კონკურენციაა როგორც ფლანგებზე, ისე თავდასხმაში, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიამოვნოა.

ძალიან გამახარა მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლამ. გიორგიმ ბოლო წლებში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მინდა, წარმატებები ვუსურვო.
რატომ გამოვიძახე ტაბიძე, რომელიც რუსეთში გადავიდა? მეც არ მომწონს რუსეთში წასვლის იდეა, მაგრამ ამ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე დაგვაკლდა და მსურდა, მაქსიმალურად კარგი შემადგენლობა გამომეძახებინა“.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს, 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთს შეხვდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge