თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა დინამო თბილისი მთავარი მწვრთნელის მიზეზით დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ BREAKING: თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა დინამო თბილისი დატოვეს
Geo Team-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის მიზეზით წავიდა.
დინამო თბილისი ოფიციალურ განცხადებას მალე დადებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორივე ფეხბურთელი მალე ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს ” – წერს Geo Team სოციალურ ქსელში.