Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო… არ დაუჯერა” – რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

August 30, 2024
“ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო… არ დაუჯერა” – რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ, სამ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერ­თდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ზ. სამი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სამი პირი: მე­უღ­ლე – 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ტ., თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.ზ. ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”.

ცე­ცხლსასლრო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ზვი­ა­დის მე­უღ­ლე ფიქ­რია თუ­ლუ­ღაშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი და როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი. სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და ბრალ­დე­ბულს, თუმ­ცა პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლის გამო ცოლ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბი ად­რეც ხში­რად ჰქონ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთხელ სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ფიქ­რია. ცო­ლის დაჭ­რის­თვის ცი­ხე­შიც იყო გა­მო­კე­ტი­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და ახა­ლი, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. აი, რა გვი­ამ­ბო ფიქ­რი­ას მე­გო­ბარ­მა:

– ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას. ცოლ- ქმარს ვიც­ნობ­დი. ფიქ­რი­ას­თან ვმე­გობ­რობ­დი და ვიცი, რომ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ქმრის ასეთ პა­თო­ლო­გი­ურ ქცე­ვებს. 9 წლის ცოლ-ქმა­რი არი­ან, ჰყავთ ორი შვი­ლი, ორი­ვეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ამი­ტომ შვი­ლებ­ზე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი გოგო იყო. ხში­რად დაჰ­ყავ­დათ ბავ­შვე­ბი ექიმ­თან და სახ­ლშიც მა­სა­ჟის­ტი სულ და­დი­ო­და. მეც ხში­რად მივ­დი­ო­დი მას­თან სტუმ­რად, და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც ერ­თად ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ.

ზვი­ა­დი თა­ვი­დან არა­აგ­რე­სი­უ­ლი და ოჯახ­ზე გა­დამ­კვდა­რი ბიჭი იყო, მაგ­რამ და­ლე­ვა უყ­ვარ­და და და­ლე­ვის დროს სულ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბო­და. ამას და­ე­მა­ტა ის, რომ მან და­ი­წყო მო­სა­წე­ვი ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა, ეს აი­სა­ხა მის ორ­გა­ნიზ­მზე და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­ე­წყო. რა­ღა­ცე­ე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბო­და ხოლ­მე. ფიქ­რია მიყ­ვე­ბო­და, ამ­ბობს, ოთახ­ში ვი­ღა­ცამ გა­ი­ა­რა, ფარ­დის უკან ვი­ღაც დგა­სო… ეჭ­ვი­ა­ნიც გახ­და, არა­და, ფიქ­რი­ას არა­სო­დეს მი­უ­ცია მის­თვის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბი. უწე­სი­ე­რე­სი და უკარ­გე­სი გოგო იყო. იმ­დე­ნად პა­ტი­ო­სა­ნი, რომ მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მას­ზე ეეჭ­ვი­ა­ნა. მაგ­რამ ამ მო­სა­წე­ვე­ბის გამო იმ­დე­ნად შე­ი­შა­ლა, თურ­მე სა­დარ­ბა­ზო­შიც ყა­რა­უ­ლობ­და ცოლს და თუ სად­მე წა­ვი­დო­და, უკან მიჰ­ყვე­ბო­და. ეს მერე თვი­თონ უთხრა თურ­მე ფიქ­რი­ას, რომ გე­უბ­ნე­ბო­დი ახა­შენ­ში მივ­დი­ვარ, მაგ დროს სა­დარ­ბა­ზო­ში გყა­რა­უ­ლობ­დიო. და­ლე­ვა უყ­ვარ­და, ვიდ­რე არ გა­ი­თი­შე­ბო­და, იქამ­დე არ ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მერე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი სახ­ლში აგ­რო­ვებ­და ია­რაღს – კო­ლექ­ცია ჰქონ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფე­ბი, ისე თო­ფე­ბი… ამის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი იყო. მე­უღ­ლემ უთხრა კი­დეც, თუ გინ­და შე­გი­რიგ­დე, ცი­ხი­დან რომ გა­მოხ­ვალ ეს ია­რა­ღი გა­ყი­დეო. ეტყო­ბა ფიქ­რი­ას ეში­ნო­და და ამი­ტომ ეუბ­ნე­ბო­და. მე პი­რა­დად, მი­ნა­ხავს ეს ია­რა­ღი. მი­ნა­ხავს ისიც, რომ დათ­ვრე­ბო­და, მერე რო­გორ ის­რო­და უმი­სა­მარ­თოდ.

ცოლ-ქმა­რი თბი­ლის­ში, ხომ­ლე­ლის ქუ­ჩის ბო­ლო­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობ­და თა­ვის ორ შვილ­თან და ზვი­ა­დის დე­დას­თან ერ­თად. თა­ვი­დან ნა­ქი­რა­ვებ­ში იყ­ვნენ, ზვი­ა­დის დედა იტა­ლი­ა­ში იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, ფიქ­რი­ას ძმა – ამე­რი­კა­შია, გა­მო­უგ­ზავ­ნეს ორი­ვემ ფული და ამ ფუ­ლით იყი­დეს ის ბინა. ისე­თი კარ­გი ძმა ჰყავს ფიქ­რი­ას, აქ რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და თა­ვის დას არა­ვის. ძმა, კონ­ფლიქ­ტე­ბის შემ­დეგ, დას ეხ­ვე­წე­ბო­და, – გა­შორ­დი, თავს ნუ აკ­ვლე­ვი­ნებ, მე მოგ­ხე­დავთ ფი­ნან­სუ­რად შენ და შენს შვი­ლებ­სო. ისე­დაც ფი­ნან­სუ­რად სულ ეხ­მა­რე­ბო­და. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ფიქ­რია არ შორ­დე­ბო­და მას. არა­და, ფი­ნან­სუ­რად ძმა ინა­ხავ­და. ზვი­ა­დი ბოლო დროს ვერც მუ­შა­ობ­და და არც ჰქონ­და ისე­თი ფი­ნან­სე­ბი, რომ ოჯა­ხი შე­ე­ნა­ხა. ამი­ტომ ბოლო წლე­ბი ძი­რი­თა­დად გო­გოს ძმის კი­სერ­ზე იყ­ვნენ, რად­გან ბავ­შვებს ექი­მებ­თან სი­ა­რუ­ლი სჭირ­დე­ბო­დათ, ეს კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდ თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბა…

– რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზვი­ა­დი ფიქ­რი­ას დაჭ­რის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, ეს რა­ტომ მოხ­და?

– დიახ, ზვი­ად­მა ცოლი დაჭ­რა, მა­შინ ფიქ­რია სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი წლის წინ და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი მა­ში­ნაც სწო­რედ იმ სახ­ლში მოხ­და, სა­დაც ახლა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მა­შინ სუფ­რა­ზე აუ­შარ­და ფიქ­რი­ას – ახლა რომ მოკ­ლა ბიჭი, მა­შინ მის ძმა­ზე იეჭ­ვი­ა­ნა. ის ბიჭი ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან, მო­ვი­და ზვი­ა­დის სახ­ლში, სა­დაც სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, გა­იც­ნო ფიქ­რია და თურ­მე ხელ­ზე ეამ­ბო­რა ფიქ­რი­ას, უთ­ქვამს, სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვე­ნი გაც­ნო­ბაო, არ ვიცი, რა მო­ეჩ­ვე­ნა. სტუმ­რე­ბი რომ გა­ა­ცი­ლეს, ზოგი მათ­თა­ნაც დარ­ჩა. სუფ­რას ალა­გებ­და ფიქ­რია, მას მი­ე­პა­რა და ზურ­გი­დან დანა ჩა­არ­ტყა კის­რის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე.

ისე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, დანა გა­ვაგ­დე­ბი­ნე ხე­ლი­დან, მაგ­რამ თმებ­ზე ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლი იყო და არ მიშ­ვებ­და… ვყვი­რო­დი, შვე­ლას ვი­თხოვ­დი, ჩემი ყვი­რი­ლი შინ მყო­ფებ­მა გა­ი­გეს, ისი­ნი მო­ვარ­დნენ და იმათ­მა მიხ­სნე­სო, – იხ­სე­ნებ­და ფიქ­რია. მა­ში­ნაც არ უჩივ­ლა პო­ლი­ცი­ა­ში, სას­წრა­ფო დას­ჭირ­და, სას­წრა­ფოს მოჰ­ყვა პო­ლი­ცია და ასე გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი. მა­ში­ნაც ძლივს გა­დარ­ჩა ფიქ­რია. ზვი­ა­დის მა­მაც ცუდი ხა­სი­ა­თე­ბის კაცი იყო, რო­გორც ვიცი, მა­ნაც 5 წლის წინ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, იმ­დე­ნად ამ­წა­რებ­და მა­საც, მერე “ჯე­ოჰოს­პი­ტალ­ში” კუ­ჭის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა. ფსი­ქი­კუ­რად არ იყო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ისიც. ზვი­ადს სი­ფხიზ­ლე­ში ვერ შე­ა­ტყობ­დი ცუდ ხა­სი­ათს, მაგ­რამ და­ლე­ვის შემ­დეგ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და… ფიქ­რია და­ლე­ვას უშ­ლი­და, მაგ­რამ მა­ინც სვამ­და.

– ცო­ლის დაჭ­რის­თვის რამ­დე­ნი ხანი იჯდა ცი­ხე­ში?

– ცი­ხე­ში ჩას­ვეს, მაგ­რამ ერთ თვე­ში გი­რა­ო­თი გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს, არ ვიცი, რა კა­ნო­ნია და რა ქვე­ყა­ნა­ში ვართ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის დაჭ­რის­თვის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­უ­სა­ჯა და ჩას­ვეს ცი­ხე­ში. თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, რაც ციხე და­ტო­ვა და ახლა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა, სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ფიქ­რი­ამ ძმას არ და­უ­ჯე­რა, რომ წა­მო­სუ­ლი­ყო იქი­დან, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. მეც მი­სა­უბ­რია ამა­ზე მას­თან, მე­უბ­ნე­ბო­და, ბავ­შვებს მამა ძა­ლი­ან უყ­ვართ და არ მინ­და, უმა­მოდ იყ­ვნე­ნო. ფიქ­რი­ას იმ­დე­ნად არ უყ­ვარ­და თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, თა­ვი­დან დაჭ­რის ამ­ბის და­მალ­ვა­საც ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ამ­ხე­ლა და­ნა­შა­ულს ვე­ღარ და­მა­ლავ­და და გახ­მა­ურ­და. ამ ამ­ბის მერე მო­მიყ­ვა ყვე­ლა­ფერს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ძა­ლა­დობ­და… უთ­ქვამს ჩემ­თვის კი­დეც, არ მინ­და, ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დე­სო, ეტყო­ბა ეში­ნო­და მისი. წინა ღა­მით მო­მი­ლო­ცა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე. რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ზვი­ა­დი მე არ მი­ნა­ხავს და მივ­წე­რე ფიქ­რი­ას, ახლა რო­გორ იქ­ცე­ვა ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი-მეთ­ქი. ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ­თო, – მი­თხრა, ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც ნახა წინა დღეს თვი­თონ ზვი­ა­დი და მის­თვი­საც უთ­ქვამს, რა­ი­მე სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ჩა­ი­დი­ნოო, – არა ძმა, ახლა კარ­გად ვარ­თო, – უპა­სუ­ხია.

ვფიქ­რობ, წი­ნას­წარ და­გეგ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი, თო­რემ დი­ლით ადრე მთვრა­ლი ხომ არ იქ­ნე­ბო­და. ფიქ­რია თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად დე­დას­თან ყო­ფი­ლა ახ­მე­ტა­ში, იქი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნია ზვი­ადს, რომ სახ­ლი და­ე­ლა­გე­ბი­ნა. ახა­შენ­ში პა­ტა­რა რე­მონ­ტი ჰქო­ნი­ათ, ბავ­შვე­ბი იქ და­ტო­ვეს და წა­მო­ვი­და ფიქ­რია. ვფიქ­რობ გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­იყ­ვა­ნა, ამ­ჯე­რა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყოფ ცოლს ეს­რო­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან. მახო ეხ­მა­რე­ბო­და რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა­ში და ის აბა­ზა­ნა­ში იპო­ვეს მკვდა­რი. კი­დევ ერთ ბიჭს სამ­სა­ხურ­ში მი­ა­კი­თხა და იქ მოკ­ლა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა და არ იფიქ­რა შვი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ისე­დაც დას­ტრე­სი­ლე­ბი იყ­ვნენ ადრე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო. უმ­ცროს გო­გო­ნა­ზე ისე იმოქ­მე­და დე­დის დაჭ­რამ, რომ ბავ­შვს და­ე­მარ­თა ენის “პა­რა­ლი­ჩი” და ნორ­მა­ლუ­რად ვერ მე­ტყვე­ლებს. ბავ­შვებს ში­შე­ბი დას­ჩემ­დათ, ისე და­ის­ტრესნენ მა­შინ და ახლა რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან, ამის წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და. ცი­ხი­დან თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ვი­და, ერ­თად წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად სვა­ნეთ­ში, მერე რა­ჭა­ში და იქი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

წყარო: Ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge