საქართველოს ეროვნული ნაკრების, “ვალენსიას” და უკვე “ლივერპულის” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი “მამარდას” წითლებში გადასვლას ეხმიანება და ვალენსიელ გულშემატკივარს მიმართავს.
“ყოველთვის ძალიან მიყვარდა ვალენსია, ვალენსიელები და ის გულშემატკივრები, რომლებიც გიოს მიმართ მუდამ დიდ სითბოსა და უდიდეს მხარდაჭერას გამოხატავდნენ გიოს მიმართ.
ვამაყობ, რომ გიო ამ ოჯახის წევრია. ყოველთვის მემახსოვრება ვალენსია, როგორც ჩემი მეორე სახლი”, – წერს ელენე ეპიტაშვილი.
ცნობისთვის, “ლივერპულმა” მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, “ლივერპულის” რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში, სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.