Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება”- რაზე ოცნებობდა მოძღვარი სიცოცხლეში?

August 26, 2024

პოეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსანდრე ჯინჭარაძე ინიციატივით გამოდის, ახლახან გარდაცვლილი მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ჩანაწერები წიგნად გამოიცეს.

ალექსანდრე ჯინჭარაძე საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მამა თეიმურაზ ქორიძის ერთ-ერთ ჩანაწერს აქვეყნებს.

ამასთან, მამა თეიმურაზ ქორიძის მეგობარი ალექსანდრე ჯინჭარაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ მზაობას გამოთქვამს, წიგნის რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღოს:

„ძალიან კარგი იქნება თუ მამა თეიმურაზის ოცნება ასრულდება და „მღვდლის ჩანაწერები“ წიგნად გამოვა. ყველა სიტყვა ძვირფასია. ყველა ჩანაწერი გულწრფელი და მართალი.

წერილი ახალშობილ ქალიშვილს:

„გიყურებ ერთ ციცქნა გოგონას და გული განუზომელი სიყვარულით და მადლიერებით მევსება.

გაღიმებული დაიბადე. წრფელი და უანგარო ღიმილი გინათებდა პატარა სახეს და გთხოვ, მუდამ ასეთად დარჩი.

როდესაც კეკლუცობას და გაპრანჭვას დაიწყებ, გახსოვდეს, რომ სამყაროში ყველაზე ძვირფასი სამკაული – ღირსებაა და ნეტა იცოდე, როგორ შვენის და უხდება ეს სამკაული ადამიანს.

შენ მოხვედი სამყაროში, სადაც უმეტესად ხელს არ აწვდიან დაცემულს – არამედ ხელს იშვერენ მისკენ. გთხოვ, არასოდეს შეხვდე გულგრილად სხვის დაცემას, გაუშვირე დაცემულს ხელი და გულში ჩაიკარი. არ უთხრა საყვედური – გაიქცევა. უბრალოდ ჩაეხუტე და გაათბე, დანარჩენს თვითონ მიხვდება.

გთხოვ, იყავი გულწრფელი. გულწრფელი ყველაფერში. ეს ფარია, რომელიც ფარისევლობისგან დაგიცავს.

შეიყვარე – ოღონდ გემუდარები უმიზეზოდ!

მინდა ღმერთზე გესაუბრო, მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთზე, მაგრამ თუ გულწრფელი იქნები, მაშინ შენ გულში თავად იხილავ მას და მერე ვისაუბროთ…

მაპატიე. აკი, გითხარი ამ სამყაროში ხელს ხშირად იშვერენ-თქო. ხოდა, შენკენაც გაიშვერენ ხელს, რადგან მღვდლის ოჯახში დაიბადე და ამის გამო ხშირად გამადიდებელი შუშით დაგიწყებენ ყურებას. ამან არ დაგაბნიოს და შეგაშინოს. იყავი ის, ვინც ხარ. შენ, შენი ცხოვრება გაქვს, შენი თავისუფალი ნება, რომელიც იმ მოსიყვარულე ღმერთმა გარგუნა ახლა შენს პატარა გულში რომ ფეთქავს.

ჩვენ ბედნიერებისთვის შევიქმენით. ასე, რომ იბრძოლე ბედნიერებისთვის. მე ვერაფერს შეგპირდები, შეიძლება არაფერი დაგრჩეს ჩემგან. მაგრამ ერთს კი, გპირდები – მთელი ცხოვრების მანძილზე ვეცდები, რომ ღირსება დაგიტოვო, როგორც უძვირფასესი ძღვენი და უმთავრესი ქონება შენი მამიკოსაგან. მადლობა! მიყვარხარ – უმიზეზოდ! აბა, შენ იცი“…

primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge