ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
ფოტო: interpressnews.ge