ვერძი
გეჩვენებათ, თითქოს ვიღაცის მიმართ იმდენად ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. სავარაუდოდ, ეს უბრალო განცდებია. გირჩევთ სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით შეხედოთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან შესახვედრად.
კურო
ხელსაყრელი დღეა. ცდილობთ ნებისმიერ საქმეში შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინოთ. ინტუიციას უსმინეთ და პრობლემების გადაჭრის ახალ, საინტერესო გზას გიკარნახებთ. სავარაუდოდ, ამ დღეს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდება, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს სწრაფად და ადვილად პოულობთ.
ტყუპები
ეს დღე დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. თავი შეიკავეთ შოპინგისგან, რადგან შეძენილი ნივთები იმედებს არ გაგიმართლებთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის კვებითი ინტოქსიკაცია, ამიტომ ცხიმიან და მალფუჭებად საკვებს უნდა ერიდოთ. სასურველია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და თუ შესაძლებელია, ივარჯიშოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ვერასოდეს იფიქრებდით. შესაძლოა თქვენთვის ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს. ასევე მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით საქმიან პარტნიორობაში გადაიზრდება. თუ ვინმემ შეხვედრა დაგინიშნათ, დათანხმდით. სავარაუდოდ, შეხვედრაზე დამატებითი შემოსავლის მიღებას შემოგთავაზებენ.
ლომი
გირჩევთ, ამ დღეს თქვენ გარშემო არსებულ ქაოსს და არეულობას ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას – მაინც ყველა თავის პოზიციაზე დარჩება და დროს ტყუილად დაკარგავთ. უმჯობესია, თქვენი ენერგია მიმდინარე იდეებისა და გეგმების განხორციელებისკენ მიმართოთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს შეიძლება დამატებითი შემოსავლის მიღება შეძლოთ.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, ენერგიით სავსე სავსე ხართ და „მთების გადაბრუნება“ გსურთ, მეორე მხრივ, გეგმის განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი, ძალა და იდეები არ გაქვთ. ვიღაც თქვენზე ზეწოლას ეცდება, რათა მიზანზე უარი გათქმევინოთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ.
სასწორი
მშვიდი დღეა. ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს და სწორედ ამით იზიდავთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთან ხანგრძლივი თანამშრომლობა სურთ. კამათის და ურთიერთობის გარკვევის ნაცვლად, ეცადეთ ბიზნესი დაიწყოთ. ბიზნესპარტნიორების არჩევისას კი ყურადღება საგარეო კავშირების დამყარებაზე გაამახვილეთ.
მორიელი
მალე თქვენი ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება და თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. საქმიან და პირად ურთიერთობებში იღბალი თქვენს მხარესაა. მთავარია, ინტუიციას უსმინოთ და მხოლოდ კარგად გამოცდილ ადამიანებს ენდოთ. გახსოვდეთ, რომ პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ახლობელ ადამიანებს დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. რთულ დროს სწორედ ისინი დაგეხმარებიან, თანაც თხოვნის გარეშე. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვას საყვარელ ადამიანთან, ეს კონფლიქტებს და დაპირისპირებას გამოიწვევს. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელი, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.
თხის რქა
ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული დღეა, რომელიც სამართლიანობით გამოირჩევა. ამ დღეს სხვადასხვა სარისკო გარიგებაც კი შეიძლება წარმატებით განახორციელოთ. ძველ მეგობრებთან, ნათესავებთან ან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა ფინანსური მდგომარეობის გაძლიერების საშუალებას მოგცემთ. თქვენ თვითონ შექმნით ხელსაყრელ პლატფორმას მომავალი წარმატებისთვის. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.
მერწყული
აქტიურობა და პოზიტიურობა ყველასგან გამოგარჩევთ. შესაძლოა, ახალი, ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ და ძველი პრობლემის გამოსავალი იპოვოთ. ეცადეთ, ნებისმიერი სიტუაცია თქვენთვის და თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
თევზები
ამ დღეს ეცადეთ, ნაკლებად გულწრფელი იყოთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.