ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
“მე და ამ ყვავილს საოცარი ურთიერთობა გვაქვს არ ვიცი, ზუსტად რომელი ყვავილია, მაგრამ ის მცირე ხნის წინ ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა დამიტოვა და მას შემდეგ “მშვენიერს” ვეძახიყვავილი ძალიან სადაა, მაგრამ ისე გამოიყურება, გეგონება, გვირგვინის ფურცლების ნაცვლად პეპლები ახვევია ყუნწზეო. თან იისფერი დაკრავს და ამასაც ლამაზად იხდენსიცით, როგორი მგრძნობიარე ხასიათი აქვს? ვაიმე… სინათლე და წყალი ერთი წამითაც თუ მიაკელით, ეგრევე ფურცლებს ჩამოყრის, მოიხრება და გულგატეხელი ადამინივით მიწას მიწვდება…ჰოდა, ერთ დღესაც უყურადღებოდ დამრჩა… რომ შევხედე, ისე იყო დახრილი, გული მომიკვდა… ეგრევე წყალს ვეცი, მას შემდეგ თვალს აღარ ვაშორებ…
ისე ვუვლი, გეგონება, ჩემი შვილი იყოს… მივალ თუ არა, წყალს დავუსხამ, მზეს დავანახებ, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი და მთელი დღე ვუმზერ, რა უბრალო, მაგრამ რა მშვენიერია-მეთქიჰოდა, ახლა მაგიდაზე მიდევს… ის ლამაზად იპრანჭება, მეც მიხარია მისი არსებობა და მასაც უხარია ეს ცხოვრება”, – წერს ღოღობერიძე.