მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
მანამდე ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში, მდინარე მტკვარში საბანაოდ შესული გოგოს სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.