სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მეზობლის მიერ ცივი იარაღით მოკლულია 70 წლის ქალია.
მოხუცს ქალაქიდან გასულმა მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა. მეზობლის სახლში შინაური ფრინველის გამოსაკვებად გადასულ 70 წლის ქალს კი ადგილზე უცნობი მძარცველი დახვდა. შეშინებულმა ქალმა გაქცევა სცადა, უცნობი პირი მას დაეწია და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველების ცნობით, სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.
როგორც “მთავარ არხს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, სავარაუდო დამნაშავე კი იდენტიფიცირებულია, თუმცა მიმალვაშია.