2014 წელ ეკა ხოფერიას შოუში სტუმრად მყოფი მანანა შევარდნაძე შვილზე ჰყვება:
“ის აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩაკეტილი პირონებაა, ორი გვარი აქვს. თავად გადაწყვიტა გარკვეულ ასაკში მეორე გვარი – შევარდნაძე აეღო. სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ამით ისწავლა ურთიერთობა ხელოვნებასთან
დედაზე და ბაბუაზე მოკლე სატელევიზიო ინტერვიუდან თამუნას მოგონება ასეთია:
“დედა ჩემს მიმართ სუბიექტურია, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ობიექტურად მირჩევს ყველაფერს. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი საქმე, დავყავდი კონცერტებზე, გადაღებებზე. მახსოვს ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემ მეგობრებს, თვითონ საჭესთან იჯდა და თელავში მივდიოდით.